საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტით საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/09/20 01:34:09

 „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტით საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება. პროექტს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ განახორციელებს.


აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პროექტის ფარგლებში სახელწოდებით, „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“, გრანტის სახით 500 000 აშშ დოლარს გამოჰყოფს, რომლითაც „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულები დაფინანსდებიან. დამწყებ მეწარმეებს შანსი ეძლევათ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესები წამოიწყონ.

 

პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს, რომლებიც საკუთარ ბიზნეს საქმიანობას საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, „USAID Zrda“ „საპარტნიორო ფონდისგან“ მიღებულ დაფინანსებას გრანტით გაუორმაგებს.

 

„საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია სიმბოლურად, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრში შედგა. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელიამ და „USAID Zrda“-ს ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს, რომლის თანახმად, „საპარტნიორო ფონდი“ და „USAID Zrda“ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინვესტირებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობენ ხელს.

 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, USAID -ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, „USAID Zrda“-ს ხელმძღვანელმა ქეთი ჭუმბურიძემ, ასევე „საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს აფხაზეთის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, შერიგებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების, USAID-ის, „საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ საქართველოს“, ადგილობრივი ბიზნეს წრეების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიებას სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 290
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია