დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
“ჯერჯერობით სახეზე არ გვაქვს ემბარგო და დიდი იმედი მაქვს, პროგრესი შენარჩუნებული იქნება” - ლევან დავითაშვილი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/07/06 18:02:33

 

ჯერჯერობით სახეზე არ გვაქვს ემბარგო და დიდი იმედი მაქვს პროგრესი შენარჩუნებული იქნება” - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრტმა ლევან დავითაშვილმა, კახეთში, ბიზნესსექტორისა და ადგილორბივი ფერმერების შეხვედრაზე განაცხადა.


ლევან დავითაშვილის განმარტებით, რუსეთთან არსებული სავაჭრო უერთიერთობები წლების განმავლობაში ორივე ქვეყნის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგია და ამ მიმართულებით ხელისუფლება პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს.


„ჩვენმა ხელისუფლებამ წლებია დაამტკიცა, რომ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება შესაძლებელია. ტერიტორიული მთლიანობა არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. იმედია, რომ პროცესები იქნება გამიჯნული პოლიტიკისგან. ჯერერობით სახეზე არ გვაქვს ემბარგო და დიდი იმედი მაქვს პროგრესი შენარჩუნებული იქნება. იმიტომ, რომ ეს რამდენიმე წლიანი, ორივე ქვეყნის მიერ წარმოებულისამუშაო პროცესის შედეგია.

 

დაუშვებელია ეს ერთი ხელის მოსმით გაჩერდეს. პროცესი იყო საკმაოდ ხანგრძლივი და ჩვენ ამ პროცესში მივაღწიეთ საკმაო შედეგს  სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით. ვიმედოვნებ, რომ დიალოგის ფორმატში შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ემბარგო, რადგან ეს იყო ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნა. რეგიონებში ჩვენ გვყავს ბევრი ადამიანი, რომელთა უკან დგას როგორც დასაქმებული, ასევე ბევრი პარტნიორი მომწოდებელი ფერმერი, გლეხი რომლის შემოსავალიც დამოკიდებულია ამ სავაჭრო ურთიერთობებზე, ცალკე სასაუბრო თემაა დივერსიფიკაცია და ა.შ.

 

დღეს კონკრეტულ საკითხებზე როცა ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ის სავაჭრო ურთიერთობები, რომლებიც გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. მათ შორის აგროსასურსათო თუ ტურიზმის სფეროში. ჯერჯერობით ემბარგო არ გვაქვს, არც გამკაცრებული კონტროლის რეჟიმი ქართული ღვინის მიმართ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ სიტუაცია სტაბილური გახდება და პროგრესი შენარჩუნებული იქნება.“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 711
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია