საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ადგილწარმოშობის ღვინოებიდან "ქინძმარაული"ყველაზე დიდი რაოდენობით გადის ექსპორტზე
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/07/04 08:52:24

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 44ქვეყანაში  40,5მლნ-მდებოთლი (0,75 ) ღვინოექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება.  ექსპორტირებულიღვინის ღირებულებ 98მლნ აშშდოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია.


ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:აშშ - 88% (354874ბოთლი), ჩინეთი - 19% (3554127) და პოლონეთი - 16% (1821802).ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში:საფრანგეთი - 120% (55908), ლიეტუვა - 68% (315306), მონღოლეთი - 68% (146892),ბელარუსი - 32% (889002), ისრაელი - 20% (131184), კანადა - 12% (83220), გერმანია - 11% (317771), ესტონეთი - 11% (326966), რუსეთი - 6%, (25582447), მოლდოვა - 3618% (263210 ) და ა.შ.


ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (25582447), უკრაინა (3752488), ჩინეთი (3554127), პოლონეთი (1821802) და ყაზახეთი (1656318).


ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია: „ქინძმარაული“ –7304286ბოთლი, “მუკუზანი“ – 2328699, „წინანდალი“ - 1829563, ახაშენი - 750244, „ხვანჭკარა“ – 480890და ა.შ.


6 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 229 კომპანიამ განახორციელა.


ამასთან, მსოფლიოს18 ქვეყანაში ექსპორტირებულია12,6მლნ ბოთლი (0,5 ) ბრენდი, რაც50%-ით აღემატება 2018წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა27,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 62%).მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 238ათასი ბოთლი (0,5 ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 34% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 633,2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 20%).

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 184
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია