საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მწერალთა სახლი არ უქმდება...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/06/28 18:23:23

 

ირმა რატიანი: „ჩემთვის გაუგებარია, საიდან წარმოიშვა მითი, რომ მწერალთა სახლი უქმდება“

 

 

„მწერალთა სახლი“ ყოველთვის იყო და დარჩება მწერლების სახლად, გაძლიერებული ფუნქციებით და რესურსებით“ - აცხადებს  „ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორი ირმა რატიანი  და გაუგებარს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს  მწერალთა სახლი უქმდება. მისი თქმით, მწერალთა სახლი არათუ უქმდება, არამედ ფუნქციონირებას იწყებს ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის მთავარი მიზანი არის წიგნიერების ამაღლება ქართულ საზოგადოებაში და ქართული მწერლობის პოპულარიზაცია მსოფლიოში. 

 

მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მწერალთა სახლი, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას, რომ ბრენდია, არათუ უქმდება, არამედ მწერალთა სახლში ფუნქციონირებას იწყებს ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის მთავარი მიზანი არის წიგნიერების ამაღლება ქართულ საზოგადოებაში და ქართული მწერლობის პოპულარიზაცია მსოფლიოში.  მწერალთა სახლს თავისი ისტორიიდან გამომდინარე ვერავინ  შეუცვლის სახელს, ამიტომ მეგობრებო მინდა ყველა დაგამშვოდოთ და დაგიდასტუროთ, რომ ეს ისტორიული შენობა ყოველთვის იყო და იქნება მწერალთა სახლი.

 

„მწერალთა სახლი“ ყოველთვის იყო და დარჩება მწერლების სახლად, გაძლიერებული ფუნქციებით და რესურსებით, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ ითქვა და კიდევ განვმარტავთ, - სიცრუეა ინფორმაცია, რომ მწერალთა სახლი და წიგნის ცენტრი გაუქმდა, ჩემთვის გაუგებარია, საიდან წარმოიშვა ეს მითი. ახალი, გაერთიანებული და გაძლიერებული ლიტერატურის ეროვნული ფონდი სწორედ მწერლების სამსახურში იქნება „მწერალთა სახლში“!

 

ფონდის მთავარი მიზანი არის წიგნიერების ამაღლება ქართულ საზოგადოებაში და ქართული მწერლობის პოპულარიზაცია მსოფლიოში.  ის აერთიანებს ყველა იმ აქტივობას და ფუნქციას, რაც აქამდე ეკისრებოდა ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს, მწერალთა სახლს და სამინისტროს ქართული წიგნის და ლიტერატურის პროგრამების სამსახურს, თუმცა, ფონდის მისია კიდევ უფრო გაფართოვდება და გაძლიერდება.

 

ასე რომ, გაერთიანების შემდეგ ლიტერატურის ფონდი, უკვე არსებული და დამატებული ფუნქციებით, სწორედ მწერალთა სახლში დაიწყებს თავის ფუნქციონირებას. ორივე სსიპის თანამრომლები აქტიურად გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას, მათი რესურსი ბოლომდე იქნება გამოყენებული. მე  შევხვდები თითოეულ მწერალს, ამ  სფეროს წარმომადგენლებს, რათა გავაცნო ფონდის სამომავლო გეგმები, მოვისმინო მათი წინადადებები და ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ ეროვნულ საქმეს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ქართულ ლიტერატურაზე, მის პოპულარიზაციაზე საზოგადოებაში წიგნიერების ამაღლებაზე!“ - აცხადებს ირმა რატიანი.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 253
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია