საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"ნანა,წადი!" - კამპანია ქუთაისში გრძელდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/06/26 17:47:54

#ნანაწადი კამპანია ქუთაისში გრძელდება. ორგანიზატორები საკრებულოს სხდომას დაესწრნენ და რეგლამენტით გათვალისწინებული სიტყვის უფლებით ისარგებლეს.

 

ამჯერად მათ ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან მოუწოდეს დეპუტატ ნანა კოსტავას,რომ დატოვოს საკრებულოს მანდატი. სამოქალაქო აქტივისტებმა სხომათა დარბაზში პლაკატი გაშალეს წარწერით #ნანაწადი.

 

მათი თქმით, ვიდრე ნანა კოსტავა დეპუტატის მანდატით ისარგებლებს, მანამდე სამოქალაქო აქტივისტები საჯარო სივრცეში მუდმივად შეუქმნიან დისკომფორტს.

 

,,არ დავუშვებთ სიძულვილის ენით გვესაუბროს საჯარო პირი. ამაზე საზოგადოებას ყოველთვუს ექნება რეაქცია"- ამბობენ ორგქნოზატორები.

 

სიძულვილის ენის შემცველი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ეს პირველი საკრებულოს სხდომაა , რომელსაც თავად ნანა კოსტავა არ დაესწრო. მანამდე სამოქალაქო პროტესტის ფონზე დეპუტატმა ფრაქცია ,,ქართული ოცნება - კონსერვატორების" თავმჯდომარის თანამდებობა, ასევე ფრაქცია დატოვა და საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატად აგრძელებს.

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 89
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია