დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს ბაგრატის ტაძარში დაკრძალავენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/06/19 22:13:00

ქუთათელ - გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა. ამით კი შეიძლება ითქვას, რომ ერთი დიდი ეპოქა დასრულდა.


მისი ცხედარი ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. სავარაუდოდ, მიტროპოლიტს სწორედ ბაგრატის ტაძარში დაკრძალავენ.


„ველოდებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, არ ვიცით როდის მოხდება მეუფის დაკრძალვა, თუმცა ვიცი, რომ ეს აუცილებლად ბაგრატის ტაძარში მოხდება. დაკრძალვის დღეს აუცილებლად ჩამოვა უწმინდესი და უნეტარესი და სწორედ მის ჩამობრძანების შემდეგ გადაწყდება დაკრძალვის ცერემონიალი“, - განაცხადეს მედიასთან ადგილობრივმა სასულიერო პირებმა.



ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე (მარგალიტაშვილი) 1938 წლის 20 ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში დაიბადა. 1982 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილი იყო. ამავე წელს აღიკვეცა ბერად. 1983 წლის აპრილიდან დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, რამდენიმე თვეში ეპისკოპოსად აკურთხეს. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 1983 წლიდან მეუფე კალისტრატე ქუთაის-გაენათის ეპარქიას ხელმძღვანელობდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 958
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია