დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი 55 დედას და 27 მამას დაუდგინდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/06/15 18:44:34

 მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების განსაზღვრის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ამ დრომდე 1 133-მა მშობელმა მიმართა.

 

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი 82 პირს უკვე დაუდგინდა, მათ შორის, 55 დედას და 27 მამას.  1051 განაცხადი კი განხილვის ეტაპზეა. 

 

საქართველოს მთავრობის N212 დადგენილების საფუძველზე განხორციელებული ცვლილების თანახმად, პირმა სტატუსის დადგენაზე განაცხადი უნდა წარადგინოს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში. ყველა მრავალშვილიან პირს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის პირობებს აკმაყოფილებს,  შესაძლებლობა ექნება, სრულიად უფასოდ მოითხოვოს სტატუსის დადგენა.

 

აღსანიშნავია, რომ დღემდე აღნიშნული სტატუსის დადგენისთვის არ იყო განსაზღვრული ერთი საერთო წესი და პასუხისმგებელი უწყება.

 

 დადგენილების თანახმად, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი დაუდგინდება:

 

  • საქართველოს მოქალაქეს ან სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ჰყავს 4 ან მეტი შვილი ან ნაშვილები
  • სტატუსის დადგენისათვის შვილების ასაკი შეზღუდული არ არის. იგი შეიძლება დაუდგინდეს როგორც არასრულწლოვანი, ასევე სრულწლოვანი შვილების მშობელს;
  •  მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირი ერთდროულად შეიძლება იყოს ორივე მშობელი – დედაც და მამაც;

 

 მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენა სრულიად უფასოა და გადაწყვეტილება განაცხადის წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს მიიღება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 900
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია