საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
VINITECH-ის კონფერენციას საქართველო პირველად მასპინძლობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/06/14 17:17:00

 

„საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია ტარდება, რომელშიც მონაწილეობას ქართველი და საფრანგეთის ბორდოს რეგიონის მევენახეობა-მეღვინეობის  მიმართულების სამეცნიერო და ბიზნესწრეების წარმომადგენლები იღებენ. ბორდოს რეგიონი თანამედროვე მეღვინეობის მსოფლიო ცენტრია და, შესაბამისად, დელეგაციის ვიზიტს და ერთობლივი კონფერენციას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა VINITECH-ის ინოვაციური ტურის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე „თქვენს საქმიანობაზე  მორგებული ფრანგული გამოცდილება და ინოვაცია“.


ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად საქართველოს მიერ ღვინის წარმოების და ექსპორტის კუთხით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და ყურადღება თანამედროვე ტექნოლოგიებით ახალი ვენახების გაშენებისა და სამეცნიერო კვლევის მნიშვნელობაზე გაამახვილა.


„მოგეხსენებათ, საქართველო ღვინის სამშობლოა, ღვინის წარმოების უძველესი კერაა, შესაბამისად, ის ძალიან საინტერესოა ბევრი მკვლევარისა და მეცნიერისთვის. ბორდოს რეგიონი პირველად აწყობს გასვლით ტურს და სიმბოლურია, რომ პირველი სწორედ საქართველოა. მათთვის საინტერესოა ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანაში ინოვაციების ჩამოტანა. ბორდო თანამედროვე მეღვინეობის ცენტრია, ლიდერია მეღვინეობაში ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით; ამდენად, მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


კონფერენციაზე, რომელსაც ქართველი და ფრანგი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სამეცნიერო და ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მევენახეობაზე კლიმატის გავლენის, ირიგაციის ახალი მეთოდების საჭიროების, რთვლის საუკეთესო დროის შერჩევის და მევენახეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის  საკითხები განიხილეს.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 248
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია