საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მიხეილ ბატიაშვილი ტყიბულში: „განათლების მიმართულებით საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/06/14 10:57:00

 

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტყიბულისა და თერჯოლის დამსახურებულ პედაგოგებსა და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს 2018-2019 სასწავლო წლის დასრულება მიულოცა, წარმატება უსურვა და განათლების რეფორმის დეტალები გააცნო.


 

„ძალიან სასიხარულოა, რომ ამ გამორჩეულ მხარეს 72 მედალოსანი ჰყავს. ეს არის უნიკალური შედეგი, რომელსაც თქვენი შრომით მიაღწიეთ. ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და სკოლის წარმომადგენელს გილოცავთ სწავლის დასრულებას და წარმატებას გისურვებთ მომავალი ცხოვრების გზაზე.

 

რეფორმები, რომელიც დღეს განათლების სისტემაში ხორციელდებაუმნიშვნელოვანესია. იცით, რომ განათლება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს დადასტურებულია იმით, რომ ბიუჯეტის 25% განათლების სისტემის რეფორმირებაში დაიხარჯება. რესურსი მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სკოლების მშენებლობას, ასევე პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდასა და თანამდეროვე  სასწავლო გარემოს შექმნას. ამ პროცესში პედაგოგის როლი უმთავრესია. სწორედ ამიტომ, სექტემბრიდან როგორც პედაგოგთა, ასევე სკოლის ადმინისტრაციის ხელფასი გაიზრდება და ეს ზრდა, ყოველწლიურად გაგრძელდება.

 

თქვენ იცით, რომ მთავრობა განსაკუთრებულად ზრუნავს საპენსიო ასაკის პედაგოგებზე. იმისთვის რომთითოეული თქვენგანი იყოს დაფასებული სახელმწიფომ სპეციალური ჯილდო დააწესა - სურვილის შემთხვევაში საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგები მიიღებთ ორი წლის ჯამურ ხელფასსა და ჯანმრთელობის დაზღვევას მთელი ცხოვრების განმავლობაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ პედაგოგს, რომელსაც უდიდესი შრომა აქვს ჩადებული ბავშვების აღზრდაში. ვესაუბრე პედაგოგს, რომელიც 63 წელი ასწავლიდა მათემატიკას და არაერთი თაობა ჰყავს აღზრდილი. ჩვენ ასეთი არაერთი გვყავს და მადლობა თითოეულ თქვენგანს გაწეული ამაგისთვის. 

 

რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის კუთხით განსახორცელებელი ნაბიჯებიც. ამ მიზნით, მხოლოდ წელს, ბიუჯეტი 300 მილიონით გაიზარდა.ზრდა ყოველწლიურად განხორციელდება და თანხები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად,  ხელფასების გაზრდასა და სკოლების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასმოხმარდება.

 

პედაგოგის პროფესია უნდა გახდეს პრესტიჟული, ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და მაღალანაზღაურებადი. ამიტომ, ჩვენი მიზანია 2022 წლისთვის მასწავლებლის  ხელფასმა 1500-1800 ლარს მიაღწიოს, რადგან ჩვენი შვილების აღზრდა თქვენს ხელშია და ეს უმთავრესია.

 

რეფორმების კუთხით წელს საკმაოდ  აქტიური ზაფხული გვექნება. სულ მალე ბევრ სიახლეს გპირდებით და ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს - განათლების კუთხით საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყნა გახდეს“ - მიმართა მინისტრმა პედაგოგებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 148
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია