დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ევროპის დღეები 2019
ევროკავშირის ელჩმა წყალტუბოში ევროპის დღეები გახსნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/06/08 15:04:00

 

 

8 ივნისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა საქართველოში კარლ ჰერცელმა ევროპის დღეები წყალტუბოში ოფიციალურად გახსნა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ იმართება.

 

ევროპის დღის ოფიციალურად გახსნის დროს სიტყვით გამოვიდნენ:  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, პაატა ახალაძე.  ასევე, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი.

 

                                                                                                                                                                                        საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ევროკავშირის ელჩთან ეთად  "ევროპის დღეები 2019"-ის ფარგლებში გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები დაასახელა.

 

იმერეთის რეგიონში 10 გამარჯვებული გამოვლინდა. აქედან სამი საპრიზო ადგილი ტყიბულის და ბაღდათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაინაწილეს. გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

 

აქვე მოწყობილი იყო ევრო-სოფელი, სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი კუთხეები. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ქონდათ, უვიზო მიმოსვლის შესახებ ინფორმაციას გაცნობოდნენ.

 

ბავშვებისთვის დამატებით იყო მოწყობილი გასართობი სივრცე. ხოლო ახალგაზრდებს შესაძლებლიბა ჰქონდათ ჩართულიყვნენ სპორტულ აქტივობებში.

 

ევროპის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში იმერეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთო. განსაკუთრებით აქტიურად წარიმართა ჩემპიონატი ქუჩის კალათბურთში, რომელშიც 10 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 879
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია