საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სამოქალაქო საზოგადოებამ სიძულვილის ენისთვის სამაგალითოდ დასაჯა ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/05/31 20:03:26

 

"ნანა კოსტავა ქალაქის სირცხვილი”, „არა სიძულვილის ენას“,- ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ხელში, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიის წინ აქცია გამართეს მოთხოვნით: დატოვოს საკრებულო ნანა კოსტავამ.


საზოგადოების მწვავე პროტესტი მოყვა ნანა კოსტავამს შემდეგ ქმედებას: მან 28 მაისს ფეისბუკის გვერდზე გააზიარა ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დის, ბლოგერის, სალომე ბარკერის ვიდეო და ნიშნის მოგებით მიმართა: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი 26 მაისს, ნინოს ხევის ჩანჩქერთან ექსკურსიაზე ყოფნის დროს დაიღუპა. 

 

ნანა კოსტავა, უკვე გაათავისუფლეს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან. ის ასევე გარიცხეს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოდან.

 

„პოლიტიკური გუნდის და საკრებულოს გადაწყვეტილებით ნანა კოსტავამ დატოვა დაკავებული თანამდებობა და ის აღარ არის ფრაქციის თავმჯდომარე. მეც პიროვნულად ვურჩიე, რომ მან დატოვოს საკრებულო. იურდიულად ჩვენ არა გვაქს ბერკეტი, რომ მას დავატოვებინოთ საკრებულო. ჩვენ უფლება გვქონდა გადაგვეყენებინა ის თანამდებობოდან. დატოვებს თუ არა ის საკრებულოს, ეს არის მისი გადასაწყვეტი",-. განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.კოსტავა, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნეს. ის ასევე გარიცხეს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოდან.

 

სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატს, სავარაუდოდ, ორშაბათს დატოვებს.

 

ნანა კოსტავა აცხადებს, რომ სალომე ბარკერის ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შესახებ და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული პოსტი არ იყო მიზანმიმართულად დაწერილი. კოსტავა მომხდარის შესახებ თავის წილ პასუხისმგებლობას იზიარებს და ამბობს, რომ ამ დრომდე ყველა დაკავებული პოსტი უკვე დატოვა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 189
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია