საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართველები უცხოეთში
მაისის ბოლოს თბილისი დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს უმასპინძლებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/05/15 17:15:47

 

 

27-28 მაისსთბილისშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  

დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს უმასპინძლებს


​ 
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოეთში სხვადასხვა სფეროში  მოღვაწე თანამემამულეები, საქართველოს მთავრობის, აკადემიური წრეების, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


 
ფორუმის ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეებს შეხვედებიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდბელო ხელისუფლების წარმომადგენლები,   ასევე გაიმართება  ვიწრო თემატური შეხვედრები განათლების, კულტურის, ბიზნეს კავსირების განვითარების, სახალხო დიპლომატიის და სხვა მიმართულებით.  რა დროსაც დიაპორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ  საკუთარი ხედვები მათ მიერ შერჩეულ  პრიორიტეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით და გაუზიარონ შეხვედრის სხვა მონაწილეებს ამა თუ იმ სფეროში პროფესიული გამოცდილება.  აღსანიშნავია, რომ  თემატურ ჯგუფებში  გამოთქმული მოსაზრებები ასახვას ჰპოვებს  დიასპორასთან დაკავშირებით სამინისტროს განსახორციელებელ სამომავლო პროექტებსა და გეგმებში. 


დიასპორის ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ისახავს  უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას და მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.  
 
ფორუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები.
ღონისძიება გაიმართება  სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში (მისამართი: მალხაზ აბდუშელიშვილის ქ. 1)
დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა გაიროთ რეგისტრაცია აღნიშნულ სარეგისტარციო ბმულზე,  მიმდინარე  წლის 22 მაისის ჩათვლით: https://bit.ly/2GTlNWI
 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 229
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია