საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ანონსი
საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის 70-მდე პროფესიონალი ესტუმრება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/05/09 23:39:06

მიმდინარე კვირაში საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 70-მდე ღვინის პროფესიონალი ეწვევა, რომლებიც 10 მაისს დაგეგმილ ბუნებრივი ღვინის ფესტივალს „,ზეროკომპრომაისი’’ და 11 მაისს დაგეგმილ „ახალი ღვინის ფესტივალს“ დაესწრებიან. 


ღვინის მაგისტრები, სომელეები,  ღვინის იმპორტიორები, ღვინის მწერლები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები საქართველოს იტალიიდან, კანადიდან, პოლონეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შვედეთიდან, დანიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, ავსტრიიდან, ხორვატიიდან, სლოვენიიდან და იაპონიიდან ეწვევიან.

 

სტუმრების ნაწილი უკვე ჩამოსულია საქართველოში და ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეცნობა. სტუმრებს შორის არის ცნობილი  ფრანგი ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი, ასევე ფრანგი მეღვინეები ტიერი პუზლა, იტალიელი მეღვინე იოშკოგრავნერი, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში.

 

,,ზეროკომპრომაისი’’ (ძეროჩომპრომისე) ტარდება ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს“ ორგანიზებით, ხოლო „ახალი ღვინის ფესტივალის“ ორგანიზატორია „საქართველოს ღვინის კლუბი“. ორივე ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.

 

 “ახალი ღვინის ფესტივალი”  მე-10-ე, საიუბილეოა და მთაწმინდის პარკში გაიმართება. ხოლო „ზეროკომპრომაისი’’მეოთხედ ტარდება და წელს იგი ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე (კოსტავასN59) გაიმართება. „ახალი ღვინის ფესტივალი“ წელსაც დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. 

 

ორივე ფესტივალის ჩატარების მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 44
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია