დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული კულტურა მსოფლიო არენაზე
ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე ქართული ეროვნული პავილიონი ოფიციალურად გაიხსნება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/05/09 23:30:17

ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე ქართული ეროვნული პავილიონი ოფიციალურად გაიხსნება

 

10 მაისს, 15:00 საათზე, „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ვენეციის 58-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე, ქართული ეროვნული პავილიონი ოფიციალურად გაიხსნება.  

 

ცერემონიას „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორი და ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს ქართველი კომისარი - ანა რიაბოშენკო, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იტალიაში - კონსტანტინე სურგულაძე და  ეროვნული პავილიონის კურატორი მარგო ნორტონი გაუძღვებიან. 

 

 ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე ქართულ პავილიონს წარმოადგენს ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ახალგაზრდა ხელოვანის, ანნა კ.ე.-ს ნამუშევარი: REARMIRRORVIEW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…… პროექტზე ავტორთან ერთად  კურატორი მარგო ნორტონი მუშაობდა.

 

 პროექტი, რომელიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“, “თიბისი სტატუსის” ,”აჭარა ჯგუფის”, Ernst & Young-ისა და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება, გალერეა “სიმონ სუბალისა” და Project Artbeat-ის 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 893
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია