დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
ზესტაფონის მერობის კანდიდატი სოფელ არგვეთაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
2019/05/08 23:11:00

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე  სოფელ არგეთაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სამომავლო ხედვები გააცნო.

 

 გიორგი გოგლიჩიძემ შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა იმ შრომისა და თავდადებისთვის, რასაც თითოეული მათგანი ქვეყნის ეკონომიკისთვის აკეთებს.

 

,,ვიმყოფებოდი ,,ჯი თი ემ გრუპის” საწარმოში, სადაც თანამშრომლებისგან მივიღე თანადგომისა და მხარდაჭერის მუხტი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან დოვლათს, არიან ეკონომიკის სტაბილური განვითარების გარანტი. მე მათ ვუთხარი, რომ მერობის კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის მხარდაჭერით, ისინი ხმას მისცემენ ქალაქის განვითარებას, ჯანსაღ ურთიერთობებსა და დაგროვებული პრობლემების მოგვარებას. 19 მაისს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ საწარმოს თანამშრომლებთან შეხვედრაზე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 780
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია