საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კუნძულ ტექსელზე მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ქართველი და ჰოლანდიელი მეომრების ხსოვნისადმი მიძღვნილი პატივგების ცერემონია გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/05/04 00:03:00

4 მაისს საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძე, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე დოსითეოსი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები კუნძულ ტექსელზე მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ქართველი და ჰოლანდიელი მეომრების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებს დაესწრნენ.



ქართულმა დელეგაციამ და ქალაქ ტექსელის მერიის წარმომადგენლებმა ქართველ და ჰოლანდიელ მეომართა საფლავებს პატივი მიაგეს. ასევე, „De Burght“–ის ეკლესიაში ჰოლანდიელი მეომრების ხსოვნისადმი მიძღვნილი საგანგებო ცერემონიალი ჩატარდა.


სპეციალურად ამ დღისთვის, ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა, კუნძულ ტექსელთან მდებარე ქალაქ დენ ჰელდერში, სპექტაკლი “დამსჯელი 14“ წარმოადგინეს. სპექტაკლს საქართველოდან და ბელგიიდან მოწვეული სტუმრები, მათ შორის საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი, ტექსელის მერიის წარმომადგენლები და ტექსელზე მცხოვრები ჰოლანდიელები ესწრებოდნენ. 

სპექტაკლის დროს მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ეხილა ჰოლანდიაში მცხოვრები და მოღვაწე, სოხუმელი მხატვრის გიორგი შენგელიას ფაიფურის ქანდაკებების გამოფენა სახელწოდებით - “ბავშვები ისვრიან უკან”. სწორედ ამ ნამუშევრებით გამოხატავს გიორგი შენგელია პროტესტს ომის და უსამართლობის წინააღმდეგ, რომლის მონაწილეც თავად გახდა აფხაზეთში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 144
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია