საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ტურიზმის ცენტრში ტურისტული დიპლომატიის შესახებ ტრენინგები გაიმართება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/04/19 20:14:00

22-24 აპრილს ქუთაისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ტურიზის ეროვნული ადმინისტრაციის ეგიდით, ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება ტრენინგი თემაზე: „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“. 

 

სასწავლო კურსი, რომელსაც წაიკითხავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების დირექტორები და დიპლომატიური ინსტიტუტის ელჩი-მკვლევარები განკუთვნილია ტურისტული გიდებისთვისა და ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.

 

3 დღის განმავლობაში მომხსენებლები ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატია, ორმხრივი ურთიერთობები უცხოეთის ქვეყნებთან და სამართლებრივი და საკონსულო საკითხები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 188
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია