დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფრანგმა მილიარდერმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად პირველი 100 მილიონი ევრო უკვე გამოყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/04/16 11:03:59

გუშინ საღამოს მსოფლიო საზოგადოებამ იხილა ალმოდებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. შემაძრწუნებელი  იყო პირდაპირ ეთერში იმის ყურება, თუ როგორ იწვოდა ქრისტიანობის მსოფლიო სიმბოლო.


ხანძარს 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძოდაპარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ცეცხლის ლოკალიზებ დაახლოებით ცხრა საათი დასჭირდა. მათ სპეციალურად არ გამოიყენეს ავიაცია და ამ რისკზე წასვლამ გაამართლა, რადგან საჰაერო ჭავლი მთლიანად დაანგრევდა ტაძარს, უკეთეს შემთხვევაში -  ჩარეცხავდა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ორღანს და შედევრებს.. ამჯერად მიმდინარეობს ცალკეული კერების ლიკვიდაციაც.

 

ცნობილი ხდება, რომ მიუხედავად ყველაფრისა, აბსოლუტურად უვნებელია მთავარი კათედრალი, გარე ფასადი, უნიკალური ქანდაკებები, კარიბჭეზე და მთავარი ნაგებობები. დაიწვა მხოლოდ ხის სახურავი და რეაბილიტაციისთვის გამზადებული ხარაჩოები.

 

უკვე ცნობილია, რომ ხანძარს გადაურჩა ქრისტეს ეკლიანი გვირგვინი და სხვა რელიქვიები, რომელიც ამ ტაძარში ინახებოდა.


საფრანგეთის პრეზიდენტის  ემანუელ მაკრონის განცხადებით, ტაძრის აღდგენა აუცილებლად მოხდება. მისი რესტავრაციისთვის სპეციალური ანგარიში გაიხსნება

მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა პირები გაერთიანდნენ და უკვე დაიწყო შესაბამისი სახსრების მოძიება ტაძრის აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად.


მსახიობ სალმა ჰაიეკის მილიარდერ ქმარ, ფრანგ ბიზნესმენი, კომპანია Kering-ის ხელმძღვანელ ფრანსუა-ანრი პინო ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადარიცხავს. ინფორმაციას ამის შესახებ New York Post- წერს

Kering-
მოდის სახლების Gucci-სა და Yves Saint Laurent-ის მფლობელია



პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობაა, ის ასევე ცნობილია, როგორც notre dame. 

ტაძარი კუნძულ სიტეზეა აღმართული, რომელსაც პარიზის შუაგულში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის

ტაძრის მშენებლობას საფუძველი 1163 წელს ჩაეყარა, მშენებლობა პატრონიკეთი დაიწყო და 1182 წელს დასრულდა, მთავარი კორპუსი კი - 1196 წელს აშენდა. ტაძრის ცალკეული ნაწილების მშენებლობა XIII საუკუნის შუა წლებამდე გრძელდებოდა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ასევე ცნობილია თავისი უნიკალური ექსპონატებით, როგორიცაა: იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი და ჯვრის ნაწილები, რომელზეც გოლგოთას მთაზე მაცხოვარი გააკრესექსპონატები ბიზანტიის იმპერიიდან, მეფე ლუი IX, 1283 წელს წამოიღო.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 921
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია