დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სულიერი სამყარო
ზურა ბუდაღაშვილი:”სოციალური სტიგმის ადრესატი არასდროს ვყოფილვარ“
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2019/04/08 17:14:43

 

 

 თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ვერ ვიტყვი, რომ სტანდარტული ბავშვი ვიყავი, მაგრამ არც ისეთი, რომ ამის გამო თავი უხერხულად მეგრძნო. მართალია, ყველაფერს ძნელად ვაღწევდი და დღემდე ასე გრძელდება, თუმცა, ეს ყველაფერი უფრო გამოწვევაა ჩემთვის, ვიდრე - მიზეზი დანებებისთვის. რაც დრო გადის, მით უფრო მყარად მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა, აქამდე მოსასვლელად დიდი ძალისხმევა დამჭირდა.” -   ასე დაიწყო ჩვენან საუბარი ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილმა პაცინტმა, პოეტმა  ზურა ბუდააშვილმა, რომელმაც  არანებაყოფილებითი  დეპარტამენტის ერთ-ერთ განყოფილებაში 3 წელი იმკურნალა.  


როგორც თვითონ ამბობს, ის სოციალური სტიგმის ადრესატი არასდროს ყოფილა და არც  პიროვნული აღდგენა და რესოციალიზაცია გასჭირვებია. დაგროვილი ემოციები თავის ლექსებში გადმოსცა და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამუდმებით ცდილობს, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს დეხმაროს.


„ფსიქიატრიულში გატარებული სამი წლის შემდეგ, ჩვეულებრივ  გარემოსთან ადაპტაციის პრობლემა რეალურად არ მქონია, უფრო მეტიც, ყოველთვის ვცდილობ, დავეხმარო ადამანებს, რომლებიც მსგავსი პრობლემებით იტანჯებიან. იმისთვის, რომ წერდე, აუცილებელია გაოცდილება. როცა ჩემი თანატოლები ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ და ნამდვილ ცხოვრებაში გამოუცდელ და ფრთხილ ნაბიჯებს დგამდნენ, მე იმ ასაკში,  სწორედ ეს მკაცრი  ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე.“ - ამბობს ზურა ბუდაღაშვილი.


მიუხედავად იმისა, რომ მას სხვადასხვა განცდა: სიყვარული, პროტესტი თუ თანაგრძნობა აწერინებს, ყველა ლექსის  მთავრი სათქმელი და მოწოდება მაინც ერთია, რომ უიმედობაში ჩავრდნილმა ადამიანებმა  ღმერთი ეძებონ... („მორგან, ქრისტე მოიცვი, მორგან, თავს მოერიე“)


ზურა, სხვა ყოფილი  პაციენტისგან განსხვავებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გატარებულ პერიოდზე საზოგადოებაშიც ხშირად საუბრობს. სრულიად გამოჯანმრთელებული, 31 წლის პოეტი  აქტიური საზოგადოებრივი  და შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობს. მის პოეზიის საღამოებზე შეკრებილ ახალგაზრდებს მოუწოდებს, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.  

 

 „ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს და მთელს ჩემს თაობას  ვეუბნები სიტყვებს, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ლექსის უკანასკნელი სტროფია და თითქმის ყოველდე ვიმეორებ:

ბოლო მოეღოთ, გადაჯიშდნენ სოლდარები,                                    

რაც უნდა, ის ქნან, არ მოიბა ყელზე ბაწარი.

და სანამ თავთან ბოლო სანთელს მოგიტარებენ,

კბილი კბილზე და, თვალებიდან ღმერთი დაძარი!“


ახალგაზრდების საყვარელი შემოქმედი  ძირითადად პოეზიითა დაკავებული, თუმცა, როგორც ჩვენთან საუბარში დაანონსა, ახალ პროზაულ წიგნზეც მუშაობს, რომელშიც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გატარებულ  მის იმდროინდელ ყოფას აღწერს.


ინტერვიუს  ჩაწერის პროცესი ზურამ თავისი ექიმიც გაიხსენა: "ჩემი მკურნალი  ექიმი თინიკო ქათამაძე იყო. არ ვიცი, ისევ ეროვნულ ცენტრში მუშაობს, თუ არა, მაგრამ მინდა, დიდი პატივისცემით მოვიკითხოო.



 ჩვენ  ექიმ ფსიქიატრ თინათინ ქათამაძეს დავუკავშირდით და ვთხოვეთ, თავისი პაციენტის ზურა ბუდააშვილის შესახებ ეამბა:  

„ფსიქიატრები პაციენტების დიაგნოზების მიღმა, ყოველთვის ადამიანებს ვხედავთ და რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ გარკვეული ურთიერთობები გვიყალიბდება.  ბევრი პაციენტი მყოლია, მაგრამ ზურა გამორჩეულად მახსოვს.  ის საკმაოდ დადებითი  და კარგად აღზრდილი ბიჭი  იყო.  მიუხედავად მისი მდგომარეობიასა და ასაკისა (21 წლის იყო ჩვენთან რომ მოიყანეს), კორექტულად იქცეოდა,  გარშემო მყოფებთან კარგი ურთერთობა ჰქონდა. 

 

ფსიქიკური ჯანმრთლობის ეროვნულ ცენტრში  მკურნალობის პერიოდში ჩართული იყო ფსიქო–თერაპიაშიც.  დაწესებულების ორგანიზებულ გარე ღონისძიებებშიც მონაწილეობდა, ფეხბურთს თამაშობდა.   მახარებს მისი წარმატებისა და კარგად ყოფნის ამბავი.  ბევრ  ყოფილ პაციენტს დღემდე აქვს ჩემთან  კომუნიკაცია,  ძალიან მოხარული ვიქნები, თუკი ზურასაც  ვნახავ“ – ამბობს თინათინ ქათამაძე.

 

ლიკა დევდარიანი

P.S.   ვფიქრობ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სტატიას არანაირი პროლოგი და ეპილოგი  არ სჭირდება. დასკვნა მკითხველმა გააკეთოს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2953
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია