დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ესტონეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები 9 აპრილს აღნიშნავენ
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2019/04/07 22:50:54

 

,,30 წლის წინ ჩვენნაირი ახალგაზრდები საქართველოს უკეთეს მომავალს შეეწირნენ”- ამბობს ესტონეთში მცხოვრები  ახალგაზრდა  ვახტანგ კაჩუხაშვილი.


 ესტონეთში  მცხოვრები ქართველი  სტუდენტები   9 აპრილს  ტალინში აღნიშნავენ. ღონისძიების ფარგლეში ქართველი ახალგაზრდები   თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან, სადაც 9 აპრილის მოვლნების ამსახველ ვიდეო  კადრებს აჩვენებენ,  ასევე გამოფენილი იქნება  ფოტო არქივიც. საქართველოს თავისუფლებას  შეწირული გმირებისთვის ნებისმიერ მსურველს შეეძლება სიმბოლურად სანთლის დანთება. ამ მშვიდობიანი ფორმით ქართველი ახალგარზდები 9 აპრილის ტრაგედიას  კიდევ ერთხელ გამოეხმაურებიან  და ცივილურ სამყაროს   ქართულ სულისკვეთებას აჩვენებენ.


 მოგეხსენებათ 9 აპრილი ქართული საზოგადოებისათვის ერდროულად ტრაგედიისა  და სიხარულის თარიღია. გამომდინარე იქიდან რომ ქართველი ახალგაზრდები რომლებიც უცხოეთში ვცხოვრობთ საქართველოში ვერ ვახერხებთ ამა თუ იმ ღონისძიების ორგანიზებასა თუ მათზე დასწრებას გვინდოდა აქ ტალინში აღგვენიშნა ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ამ ღონისძიებით გვინდა კიდევ ერთხელ მოვიგონოთ ის გმირები რომელთა სისხლსა და გამძლეობაზეც დგას დღევანდელი ქართული სახელმწიფო. 30 წლის წინ ჩვენნაირი  ახალგაზრდები საქათველოს უკეთეს მომავალს შეეწირნენ.  ამ ღონისძიებით, აქ  მცხოვრებ ახალგაზდებს გვსურს ტალინელ თანამოძმეებს გავუზიაროთ ინფორმაცია იმ ტრაგედიის შესახებ რომელსაც ამაოდ არ ჩაუვლია. ადამიანები რომლებიც რეჟიმს თავისი სამშობლოს სიყვარულისათვის შეეწირნენ ნამდვილად იმსახურებენ იწოდებოდნენ გმირებად და ამას ჩვენ, ახალგაზრდები ყოველთვის გავუსვამთ ხაზს.”-ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვახტანგ კაჩუხაშვილი


 9 აპრილის ღონისძიების  ფინანსური პარტნიორები არიან, როგორც  ესტონეთში მცხოვრები  ქართველი ბიზნესმენები,   ასევე, ესტონური კომპანიებიც.  ქართველ ახალგაზრდებს  ღონისძიების ორგანიზებაში ეხმარებიან  ტალინის მუნიციპალიტეტი და ქართული სათვისტომო ესტონეთში.


 შეგახსენებთ, წელს  9 აპრილის  ტრაგედიიდან 30 წელი სრულდება . 1889 წელს რუსულმა ჯარმა თბილისში 21 ადამიანი მოკლა, მათი უმეტესობა სტუდნტები იყვნენ. ამ ფაქტმა ქვეყანაში საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოიწვიარასაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა.

 


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1430
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია