დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში NATO-ს დაარსებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/04/06 18:08:12

 

სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით, დღეს ქუთაისში, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში, გაიმართა  NATO-ს დაარსებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?". ღონისძიების თანაორგანიზატორი "რა? სად? როდის?" იმერეთის ინტელექტკლუბი იყო. ღონისძიების ორგანიზებაში ასევე თავისი წვლილი შეიტანა წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ.


შეჯიბრში იმერეთის რეგიონის 29 გუნდი მონაწილეობადა. თამაშის ყველა შეკითხვა NATO-სა და ევროკავშირს ეხებოდა. გუნდებმა მართლაც არაჩვეულებრივი ცოდნა გამოამჟღავნეს და მაყურებელთა სიმპათიები დაიმსახურეს.


  • პირველი ადგილი - სამტრედიის გუნდმა "ვარშავის პაქტი" დაიკავა.
  • მეორე ადგილი -  სამტრედიის გუნდმა "советский союз"-მა.
  • მესამე ადგილი -  ქუთაისის გუნდმა "მხიარული როჯერსი".   

გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად გადაეცათ თანამედროვე მხატვრული ლიტერატურა, ასევე - წიგნები NATO-სა და ევროკავშირის შესახებ და ბუს სიმბოლური სუვენირები.

 

საინფორმაციო ცენტრ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიურომ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა სხვა აქტიურ გუნდებსაც.მათ შორის: კადეტთა ლიცეუმის გუნდს "კადეტები",  წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის გუნდს 180IQ და ბაღდათის გუნდს "ჯონ გუნდი".

 

ღონისძიებისს მონაწილეებისათვის წიგნების გადაცემა მედიასახლ “P.S.”-ისა და სამშენებლო კომპანია „დირსი“-ს სპონსორობით განხორციელდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1106
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია