დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართველები უცხოეთში
ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოში ევროვიიზიის ქართველ კონკურსანტთან, ოთო ნემსაძესთან, შეხვედრა გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/04/06 14:43:52

5 აპრილს ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოში მომღერალ ოთო ნემსაძესთან შეხვედრა გაიმართა. ოთო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“ წარადგენს.


საქართველოს საელჩოში ოთო ნემსაძის შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შედგა. ღონისძიებას სპეციალურად მოწვეული სტუმრის სტატუსით ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოსი და ეპარქიის მღვდელმსახურები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ელჩმა, გიორგი შარვაშიძემ მიმართა, რომელმაც წარმატება უსურვა საქართველოს კონკურსანტს და დიასპორის წარმომადგენლებს ოთოს მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

 

ღონისძიებაზე მომღერალმა ოთო ნემსაძემ რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა და იმ სიმღერის ახალი ვერსია გააცნო დიასპორას, რომლითაც საქართველოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს.

 

მომღერალი 6 აპრილს, ამსტერდამში, ევროვიზიის ყოველწლიურ წინასაკონკურსო კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.

 

ოთო ნემსაძე ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი პირველი არხის მუსიკალურ შოუში, „საქართველოს ვარსკვლავში“ გამარჯვების შედეგად გახდა. „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული მაყურებელმა გამოავლინა. ფინალური შოუსთვის 234 383 ხმა დაფიქსირდა, რომლის 44% ოთომ მიიღო.

 

ევროვიზია 2019 ისრაელში, ქ. თელავივში გაიმართება. კონკურსის ნახევარფინალური ტურები 14 და 16 მაისს, ხოლო გრანდიოზული ფინალი 18 მაისს შედგება. საქართველოს წარმომადგენელი 14 მაისს მე-11 ნომრად წარდგება მაყურებლის წინაშე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1069
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია