საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
117 სახეობის მცენარეული ნიმუშიდან გენმოდიფიცირებული არც ერთი აღმოჩნდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/04/04 17:30:05

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მცენარეების სხვადასხვა სახეობას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობაზე სისტემატურად ამოწმებს.


2015 წლიდან დღემდე, საქართველოს ყველა რეგიონში,დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კონტროლის განყოფილების სპეციალისტებმა, დაახლოებით 561.205 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზემაღალი რისკის შემცველობის მქონე მცენარეული სახეობის 177 ერთეული ნიმუში შერჩევითი წესით შეამოწმეს.


ლაბორატორიული კვლევისთვის სიმინდის, ხორბლის, კარტოფილის, ნესვის, საზამთროს, იონჯას, სოიოსა და ლობიოს ნიმუშები აიღეს.კვლევამ აჩვენა,რომ ეს მცენარეული სახეობები არ შეიცავს გმო მარკერებს, რაც დასტურებს, რომ ისინი ცოცხალ გენმოდიფიცირებულო რგანიზმებს არ წარმოადგენს.

 

კანონმდებლობით, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში კულტივირება აკრძალულია. კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 60
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია