საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოებრივი ფონენდოსკოპი
სამსონ სულუხია:"ძველ გამოცდილებაზე საუბარი არ ნიშნავს იმას, რომ თანამედროვე ფსიქიატრიის მიღწევებს არ ვიზიარებ"
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2019/04/04 15:22:01

 

საზოგადოებრივი ფონენდოსკოპის კვირის სტუმარია  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  სამსონ (სოსო) სულუხია. 72 წლის ფსიქიატრი, რომელსაც ამ დარგში პრაქტიკული და სამეცნიერო მოღვაწეობის 45 წლიანი  უწყვეტი გამოცდილება აქვს, ინტერვიუზე  რამდენიმე მცდელობის  შემდეგ დაგვთანხმდა.  როგორც დიდ ადამინაებს სჩვევიათ, არც მას უყვარს საკუთარ თავზე  საუბარი. 

 

პროლოგის მაგიერ   

 სამსონ (სოსო) სულუხია 1947 წლის 3 იანვარს ქალაქ მარტვილში დაიბადა.  1965 წელს რიგის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა; 1972 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა; 1973–1976 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთლობის დაცვის სამინისტროს რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განყოფილების გამგედ მუშაობდა;

 1976–1978 წლებში მოსკოვის ფსიქიატრიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში გაირა მიზნობრივი ორდინატურა ფსიქიატრიაში.

1978 -1882 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფსიქიატრიული საავადმყოფოს განყოფილების გამგედ;

1982-1988 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფსიქიატრიული საავადმყოფოს- მთ. ექიმის მოადგილე  სამედიცინო ნაწილში; 1988-2000 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს  მთავარ ფსიქიატრად;

2000-2007 წლებში იყო  მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ ხელმძღვანელი.

2007წლიდან - დღემდე  არის შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის  ცენტრის“- ნებაყოფლობითი მკურნალობის განყოფილების ხელმძღვანელი და ექიმ ფსიქიატრი.     1994 წლიდან არის . ზურაბაშვილის სახელობის ფსიქიატრთა საზოგადოების პრეზიდიუმისა, და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის  წევრი.

გამოქვეყნებული აქვს 38 სამეცნიერო ნაშრომი.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.


- ბატონო სამსონ, რატომ დაუკავშირეთ თვენი ცხოვრება მედიცინის ამ დარგს?

–განსაკუთრებით მაინტერესებდა  ადამიანის  ფსიქიკური მდგომარეობა, ამიტომ გავხდი ფსიქიატრი. იყო კიდევ ერთი ფაქტორი, სოხუმში ჩემს საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარეობდა ფსიქიატრიული კლინიკა, ამ გარემოებამაც    გარკვეული გავლენა იქონია.


 -  რას ნიშნავს თქვენთვის "პროფესია ექიმი"?

–ექიმი არის ადამიანის რეალური მშველელი, დამხმარე.


–ფსიქიკური ჯანმრთლობის ეროვნულ ცენტრში რეზიდენტურის პროგრამას ხელმძღვანელობთ, როგორ შეაფასებთ ახალ  თაობას?

  პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად, პედაგოგიურ მოღვაწეობას ადრეული წლებიდან ვეწევი.  სოხუმის უნივერსიტეტში  იურიუდულ  ფაკულტეტზე   სასამართლო ფსიქიატრიის კურსს ვკითხულობდი.  ახლა რეზიდენტები მყავს. მათთან  ურთერთობა მსიამოვნებს.  რაც შეეხებათ ჩვენი ცენტრის  რეზიდენტებს, ყოველთვის სიახლის ძიებაში არიან, რაც მისასალმებელია. ახალგაზრდებს ზოგადად   პროგრესი მოაქვთ   და მჯერა, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.


 თქვენ საბჭოური განათლება გაქვთ მიღებული, მას შემდეგ  ეს  დარგი  ძირეულად შეიცვალა. როგორ შეაფასებთ თანამედრვე ფსიქიატრიას?

–ძველ გამოცდილებაზე  საუბარი არ ნიშნავს იმას, რომ  თანამედროვე ფსიქიატრიის მიღწევებს არ ვიზიარებ.  ჩემი აზრით, დარგის სრულყოფილი განვითარებისათვის უმჯობესია   კლინიკური ფსიქიატრია შეჯერებული იყოს  რეფორმებთან. 


–ბატონო სოსო, როგორც ვიცით, თქვენი ერთ-ერთი მასწავლებელი   ცნობილი  ქართველი ფსიქიატრი, ავლიპ ზურაბაშვილი იყო.   მის  შესახებ მოგვიყევით. რა გასწავლათ მან?

–აკადემიკოს   ავლიპთან  ინტერნატურა გავიარე. მოგვიანებით გავარკვიე, რაც ინტერნატურაში ვისწავლე,  ის პროგრამა  იმდროინდელ მსოფლიო ფსიქიატრიას უტოლდებოდა. ის უდაოდ დიდი პროფესიონალი იყო,  მას უსმენდნენ და  სწავლობდნენ ფსიქიატრიას.    მახსოვს, ფსიქიატრიის საკავშირო ყრილობა, სადაც აკადემიკოსი ავლიპ ზურაბაშვილი გამოდიოდა თავისი  ცნობილი მოხსენბით „ჰომო–მორალის“,რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვა, დარბაზში ბუზის გაფრენის  ხმაც კი ისმოდა.


რაც შეეხება მის პიროვნულ მხარეს, ძალიან პატრიოტი იყო, გამუდმებით ილია ჭავჭავაძეს კითხულობდა  და საოცარი ქარიზმის მატარებელი გახლდათ.  მასთან ყველა პაციენტი შედიოდა კონტაქტში, მათი ემოციების, განცდებისა და ავადმყოფობის შესახებ მეგობრულად ესაუბრებოდნენ. აკადემიკოსმა ავლიპმა, პაციენტებთან მიდგომა მასწავლა. 


მე იმ პერიოდში მომიწია მოღვაწეობა, როცა  ქართული ფსიქიტრია საკმაოდ მაღალ დონეზე იყო. ერთ მაგალითს მოგიყვებით და თვითონ მიხვდებით, რას ვგულისხმობ.


 ჩემი მოსკოვში მუშაობის პერიოდში პროფესორმა ავრუცკიმ  გამოუშვა მნიშვნელოვანი სახელმძღავნელო, რომლის გამოცემაც  ასათიანელებმა მიულოცეს. საქართველოდან  3 დეპეშა გამოაგზავნეს: ავლიპ ზურაბაშვილის, ბიძინა ნანეიშვილის და  შოთა გამყრელიძის. ამ დროს მე  პროფესორის კაბინეტში ვიმყოფებოდი, მან სამივე დეპეშა მომაწოდა და დასძინა – ჩვენებმა  მოსალოცი ბარათები გამომიგზავეს.


ეს ადამიანები, ვისზეც მე ასე მოკრძალებითა და მოწიწებით  ვსაუბრობ ქმნიდნენ არა მარტო  ფსიქიატრიას, არამედ -  ქართულ მედიცინას.


–რამდენად  რთულია პროფესიული ეთიკის და სტანდარეტების დაცვა ფსიქიატრიაში?

–რთულია, იმიტომ რომ  ფსიქიატრიის დარგი ჯერ ბოლომდე შესწავლილი და ყველა შეკითხვაზე პასუხგაცემული არ არის.


თქვენ პრაქტიკაში, ალბათ, ბევრ საინტერესო პაციენტთან გქონიათ შეხება,  შეგიძლიათ რომელიმე მათგანის ისტორია მოგვითხროთ?

– 45 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში ბევრი   ცნობილი ხელოვანი  და მოაზროვნე  პაციენტი მყოლია, ვის შესახებაც პროფესიული ეთიკის  გამო საჯაროდ  ვერ ვისაუბრებ, თუმცა ერთ ისტორიას  კონკრეტიკის გარეშე მოგიყვებთ.   


 მოსკოვში მუშაობის დროს  ერთი  მხატვარი მომიყვანა დედამ სამკურნალოდ.  მას ჰქონია  ავანგარდული გამოფენა ქალაქგარეთ,  რომელიც კომუნისტებმა  ტანკებით დაარბიეს.  წამლის მიღების შემდეგ შესაძლოა მას ხატვის ნიჭი დაეკარგა, ამიტომ გოგონას მკურნალობაზე უარი ვთქვი და დედამისს ვთხოვე შვილის ისტორია სხვა ექიმისთვის მიეტანა.


-მინდა, საბჭოთა ფსიქიატრიაზე გკითხოთ, ამ რეჟიმმა ბევრი პროგრესული  ადამიანი გაანადგურა, მათ შორის ფსიქიატრიული დაწესებულებების  დახმარებთ. რა ხდებოდა ამ დროს ქართულ ფსიქიატრიაში?

–ქართულ მედიცინაში ეგრეთ წოდებული  „ფსიქიატრიული ტერორის“ პრეცენდენტი არ არის. ამაზე მიუთითებს პროფესორი შოთა გამყრელიძე თავის მონოგრაფიაში „შიზოფრენია გუშინ, დღეს, ხვალ“. ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ქართული ფსიქიატრია კომპრომატების გარეშე დარჩა. იმ ფაქტს თუ არ ჩავთვლით,  რომ ჩვენც საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით.


–ყველაზე ხშირად, რა იწვევს ფსიქიკურ პრობლემებს და თქვენი სამეცნიერო ნაშრომები  რომელ ფსიქიკურ  დაავადებაზეა ?

–ათასი სტრესული და ფსიქოლოგიური ფაქტორი აძლევს ბიძგს ფსიქიკურ აშლილობებს. მე ყველაზე მეტად შიზოფრენია მაინტერესებდა. მიუხედავად იმისა, რომ  კლინკიური თვალსაზრისით  ვუდგებით ამ დაავადებას, როგორც საჭიროა,  მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი დღემდე დაუდგენელია. ამიტო იყო და რჩება ეს დაავადება ჩემი კვლევის საგნად.


დაგვისახელეთ, თქვენი საყვარელი წიგნი, პოეტი  და მუსიკა?

–ფრანც კაფკას „პროცესი“; ტერენტი გრანელი;  ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ „ ბითლზები...“


თქვენი ჰობი ?

–თავისუფალ დროს ვკითხულობ და ლექსებს ვწერ, თუმცა ჩემს თავს პოეტს არ ვუწოდებ, უბრალოდ, ლექსებს ვწერ...

                                                                                                              „მე მოვკვდები, როგორც პოეტს შეშვენის,

                                                                                       მე კი -  როგორც ქართველ ფსიქიატრს.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 287
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია