დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„აწარმოე საქართველოში“ ტურიზმის მხარდაჭერისთვის ორი ახალი პროგრამის დაწყებას აანონსებს
2019/03/27 10:26:34

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, აპრილიდან ახალ პროგრამას ამატებს.


როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, ერთ-ერთი პროგრამა მოიცავს საგარანტიო სქემას, რომლითაც ტურისტულ სექტორში მოღვაწე ადამიანები და სასტუმროს მფლობელები ისარგებლებენ.


ხიდურელის თქმით, „პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო 2 მილიონ ლარამდე სესხის უზრუნველყოფაში შევა“.

 

„თუკი ინვესტორს სესხის გადახდის პრობლემა აქვს, ჩვენ მათ ვთავაზობთ თანადაფინანსების პროგრამას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესზეა გათვლილი, ხოლო თუ მას უზრუნველყოფის კუთხით აქვს პრობლემები, ამ შემთხევაში გამოიყენებს საგარანტიო მექანიზმს, თუმცა დახმარებისა და დაფინანსების მოსაპოვებლად, აპლიკანტები აუცილებლად უნდა აკმაყოფილემდნენ იმ კრიტერიუმებს, რასაც სააგენტო ადგენს. პირველ რიგში, ბანკმა უნდა ჩათვალოს, რომ პროექტი არის მომგებიანი; ასევე აუცილებელი პირობაა, ბიზნესს შშმ პირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა გააჩნდეს და შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო მაღალ სტანდარტებთან“, – განმარტა მიხეილ ხიდურელმა.

 

მისივე თქმით, თუკი აპლიკანტი ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, სააგენტო მას პროექტის შეცვლას სთავაზობს.

 

რაც შეეხება ტურიზმის განვითარებისთვის ხელმშემწყობ მეორე პროგრამას, რომელიც ასევე სააგენტოს ინიციატივაა, ხიდურელის ინფორმაციით, ის ზაფხულიდან ამოქმედდება.

 

„ეს არის მიკროგრანტების კომპონენტი და შეეხება მიკრო ბიზნესებს. გრანტის ოდენობა ჯამში, 30 ათასი ლარი იქნება და განსაკუთრებით შეღავათიანი პირობებით მაღალმთიანი რეგიონები ისარგებლებენ. პროგრამის ფარგლებში ჩვენ დავამატებთ ასევე კლასტერინგის მექანიზმს ანუ მაგალითად თუკი მეწარმეს უნდა საოჯახო სასტუმროს გაკეთება შატილში და ჰყავს ახლოს მცხოვრები ადამიანი, რომელსაც უნდა გააკეთოს ცხენების ან მოტოციკლეტების გაქირავების სერვისი, ხოლო მესამე მეზობელს რესტორნის ან მუზეუმის აშენება უნდა, ამ ერთობლიობას ანუ ე.წ. კლასტერს, დამატებით ქულას ვანიჭებთ და განსაკუთრებით ვუწყობთ ხელს განვითარებაში“, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა და დასძინა, რომ სააგენტოს მიზანია, წაახალისოს პარტნიორობა და ხელი შეუწყოს ტურისტული ცენტრების შექმნას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 983
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია