საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის მხარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად ზაზა ლომინაძე აირჩიეს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2019/03/25 13:01:00

იმერეთის მხარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად ზაზა ლომინაძე აირჩიეს.  მან გასული წლის შედეგები შეაფასა და ღვაწლმოსილი მოჭადრაკეები დააჯილდოვა. ასევე განვლილი წლების საუკეთესო ფედერაცია დაასახელა. აღნიშნული წოდება ბაღდათს ერგო.


"ყრილობის დელეგატებმა ეს მანდატი, უკვე მეორე ვადით მომანიჭეს, რაც ძალიან საპასუხისმგებლო და სასიამოვნოა ჩემთვის. ყველაფერს გავაკეთებ სპორტის ამ დარგის განვითარებისათვის. გასულ წლებში ბევრი მიღწევა გვქნდა, თუმცა  გვაქვს დაუსრულებელი პროექტებიც,რომელსაც აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე."-განაცხადა ზაზა ლომინაძემ .


ადრაკის ფედერაციის დელეგატებმა გამგეობის 13 წევრიც დაამტკიცეს.


იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის, რიგით მე-7 კონფერენცია კლინიკა-ლჯ“-ში გაიმართა. ღონისძიებას იმერეთის მხარის ჭადრაკის  დელეგატები, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, გიორგი გიორგაძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი ესწრებოდნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 318
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია