დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით რეფერირების ცენტრი შეიქმნება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/03/21 13:28:20

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით რეფერირების ცენტრი შეიქმნება.


თეა წულუკიანი: „14 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ჩადიან დანაშაულს - ეს სისხლის სამართლებრივი კუთხით არ და ვერ კვალიფიცირდება. არ მგონია, რომ ამ დანაშაულთან ბრძოლა გადის ასაკობრივი პასუხისმგებლობის შემცირებაზე. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი, სანამ მე ვარ იუსტიციის მინისტრი, არ შემცირდება. ეს ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის, პოზიციაა ბავშვთა უფლებების სახელითა და გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის სტანდარტების დამკვიდრების მიზნიდან გამომდინარე. მაგრამ ფაქტია - ეს ბავშვები დღეს არიან უპასუხოდ.


ამიტომაც, ჩვენ მზად გვაქვს და შემოგთავაზებთ რეფორმას, რომელსაც შედეგად მოჰყვება საქართველოში რეფერირების მექანიზმის შექმნა. ეს იქნება სტრუქტურა, სადაც პოლიციას, იუსტიციის სისტემას (მათ შორის მედიაციისა და რეაბილიტაციის პროგრამები), განათლების სისტემას, ახალგაზრდულ და ჯანდაცვით პროგრამებს ექნებათ საკადრისი, ადეკვატური და ბავშვზე მორგებული პასუხი იმისათვის, რომ დანაშაული ამ სეგმენტში შემცირდეს. ის, რომ ამ ასაკის ბავშვები დანაშაულს ჩადიან, ეს უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

 

რეფერირების ცენტრი დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს გაერთიანების შემდეგ შეიქმნება და განთავსდება სხვა შენობაში, რომ სრულწლოვან მსჯავრდებულებს და არასრულწლოვნებს არ ჰქონდეთ ერთმანეთთან შეხება. ახალ სტრუქტურას მოვიაზრებთ დანაშაულის პრევენციის დიდ ეროვნულ სააგენტოდ, სადაც თავს მოიყრის რეაბილიტაციაზე მორგებული ყველა პროგრამა“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1303
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია