საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გზა ნატოსა და ევროკავშირისაკენ
უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, იმერეთში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/03/20 23:06:06

 

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

 

 საინფორმაციო შეხვედრები იმერეთში: ქუთაისსა და სამტრედიაში გაიმართება. საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას, თვითთმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მედიას შეხვდებიან. 


მოწვეული სპიკერები არიან: კონსტანტინ ეჟღენტი - ელჩი (უზბეკეთში), დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი; გიორგი ყარალაშვილი - ელჩი (თურქმენეთში), დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი; გოგა ტაბატაძე - საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი;


შეხვედრების დაგეგმვას საფუძვლად დაედო 2017  წლის 28 მარტიდან დღემდე ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო რეჟიმით არამართლზომიერად სარგებლობის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი;


მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნესშეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრენინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა და სხვა.

 

ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. ევროკავშირის ქვეყნების მიერ საქართველო აღიარებულია, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მოქალაქეები არ იდევნებიან. მათ შორის, პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური და სხვა ნიშნით. მოსალოდნელია, რომ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის გამო,შენგენის სივრცეში შესვლ 5 წლის ვადით აეკრძალოთ და 3000 ევროთი დაჯარიმდნენ.


მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, მოწვეული  ექპერტები და საგარეო საქმეთა სამინისტროს  წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გააცნობენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში  უვიზო მიმოსვლის წესებს, და ასევე ისაუბრებენ იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

საინფორმაციო კამპანია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ხორცილდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 291
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია