დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/03/19 16:25:27

ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  სტუდენტებს  შეხვდნენ. 

 

პრეზენტაციის თემა  „სამუშაო პრაქტიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ იყო. ეროვნული ცენტრის წარმომადგენებმა სტუდენტებს სამუშაო პრაქტიკის  მნიშვნელობა აუხსნეს  და  ცენტრის სერვისები გააცნეს.


 აღნიშნული პროექტის მიზანია, მომავალმა ექიმებმა შეამოწმონ საკუთარი შესაძლებლობები და შეიძინონ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებთან მუშაობის  პრაქტიკული გამოცდილება. 120 სამუშაო საათის გავლის შემდეგ სტაჟორებს გადაეცემათ შესაბამისი  კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი,  წარმატებული  სტუდენტები  კი ცენტრში დასაქმდებიან.


  • პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ცოდნა ფსიქიკური დაავადებებისა და მათი გავრცელების შესახებ;
  • შეიძინონ პაციენტებთან უშუალო მუშაობისა და ინტერვიურების პრაქტიკული გამოცდილება
  • აქტიურად ჩაერთონ ფსიქიკური აშლილობების მქონე პაციენტების მკურნალობის, რეაბილიტაციისა და ზრუნვის პროცესში;
  •  გაეცნონ ფსიქიატრიული მომსახურების თანამედროვე მიდგომებს და გააცნობიერონ ფსიქიკური ჯანმრთელობის როლი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში;
  • შეისწავლონ მულტიდისციპლინარული  გუნდის (მდგ) მუშაობის პრინციპები; 
  • შეიძინონ გუნდური მუშაობისათვის საჭირო უნარ–ჩვევები;
  •  დაესწრონ  ცენტრში დაგეგმილ სხვადასხვა დღის აქტივობებს ( ფსიქოლოგიური, სოციალური,რეაბილიტაციური და ა.შ);
  • გაიზიარონ  ცენტრის სპეციალისტების  (ფსიქიატრები,ფსიქოლოგები,სოციალური მუშაკები) გამოცდილება;
  • მონაწილეობა მიიღონ  კლინიკური შენთხვევბის განხილვებში და ასე შემდეგ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1558
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია