საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოებრივი ფონენდოსკოპი
ლალი კალანდარიშვილი - ფსიქიატრი, რომელსაც პაციენტები დედას ეძახიან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/03/19 09:36:59

 

საზოგადოებრივი ფონენდოსკოპის კვირის სტუმარია ექიმ-ფსიქიატრი ლალი კალანდარიშვილი. ის 1949 წელს ქალაქ ხონში დაიბადა. უმაღლესი სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო. რამდენიმე წელი  ხონის  სასწრაფო სამედიცონო დახმარების ცენტრში თერაპევტად  მუშაობდა.  ფსიქიატრიის კვალიფიკაციის სრული კურსის გავლის შემდეგ,  ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ექიმ-ფსიქიატრად  მუშაობს.ჰყავს ერთი ვაჟი.

გთავაზობთ ინტერვიუს ქალბატონ ლალისთან


–ქალბატონო ლალი, 40 წელია,რაც ფსიქიატრიის დარგში მოღვაწეობთ.რა გასწავლათ  მედიცინის ამ დარგში გატარებულმა დრომ?

-განვლილმა პრაქტიკამ  პაციენტებთან ურთიერთობა მასწავლა. ჩვენ სფეროშიი,ხშირად  ექიმის სიტყვას უფრო კარგი შედეგი აქვს ვიდრე მედიკმენტს. თუ გინდა ფსიქიატრად  შედგე,  ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებთან ჰუმანური ურთიერთობა და მათი  ნდობის მოპოვება  უნდა შეგეძლოს, რაც ძალიან რთულია. პაციენტმა  დანიშნულება რომ შეასრულოს, შენი  რწმენა უნდა ჰქონდეს, როგორც ადამაინის და როგორც  ექიმის, მის მდგომარეობას  გულგრილად არ უნდა მიუდგე.

-რას ნიშნავს თქვენთვის ექიმ-ფსიქიატრობა?

-სასულიერო პირებს ჩემთან საუბრისას აღუნიშნავთ, რომ ფსიქიატრებს ყველაზე კეთილშობილური პროფესია გვაქვს ,  რადგან ადამიანის ყველლზე ფაქიზ ნაწილს, სულს ვეხებით და ვკურნავთ. ექიმობა ხომ, ზოგადად, სიკეთის კეთების საშუალებაა, მითუმეტეს, როცა ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებთან  გიწევს მუშაობა.

-ეროვნული ცენტრის რეზიდენტებთან უშუალო შეხება გაქვთ.მომავალ კოლეგებს ყოველდღიურად უზიარებთ თქვენს მრვალწლიან გამოცდილებას, რას ასწავლით მათ პირველ რიგში,  როგორ შეაფასებთ ახალ თაობას?

-ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში არსებული რეზიდენტურის პროგრამა ხელს უწობს მომავალი ფსიქიატრების  მომზადებსა და აქვე დასაქმებას.  დაწესებულებაში ყველანაირი პირობაა შექმნილი, რათა რეზიდენტებმა  სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღონ.

რეზიდენტებთან ურთიერთობა ჩვენთვისაც სწავლების პროცესია, რადგან მათ ახალი ხედვა და მიდგომები აქვთ, ჩვენ - ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება. თაობებს შორის ურთიერთობა  სასარგებლოა  არამარტო ჩვენი ცენტრისთვის, არამედ - დარგის განვითარებისათვის.

-როგორ ფიქრობთ, რა განასხვავებს საბჭოურ  და თანამედროვე ფსიქიატრიის მიდგომებს?

-საბჭოურ პერიოდშიც მიმუშავია და დღევანდელი გადასახედიდან  რომ ვადარებ, მართლაც, შესამჩნევად განვითარდა ეს დარგი, დაინერგა მკურნალობის  თანამედროვე  მიდგომები, წინა პლანზე წამოიწია პაციენტებსა და ექიმებს  შორის ადამიანურმა ურთიერთობამ,დარეგულირდა საკანმონმდებლო ბაზა და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველაფერი პაციენტების სასიკეთოდ შეიცვალა.

-მაინც, რა დონეზეა ფსიქიატრია დღეს რეგიონებში?

- ჩვენ,როგორც ყველაზე დიდი ფსიქიატრიული ცენტრი ქყვეყანაში, ყველანაირად ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ არცერთ მნიშვნელოვან რეფორმას. ამაზე ის პროგრესიც მეტყველებს, რაც ბოლო პერიოდში ჩვენმა დაწესებულებამ განიცადა.    ეს შედეგები მხოლოდ სამედიცინო ნაწილის დამსახურება არაა, ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია ყველანაირად ხელს გვიწყობს.  დაწესებულებაში არაერთი მოწვეული სპეციალისტი მუშაობს,რომლებიც თავიანთ  გამოცდილებას გვიზიარებენ.  ვფიქრობ, გუნდური მუშაობის შედეგად რეგიონში ფსიქიარტია საკმაოდ განვითარებულია.

-თქვენ ძირითადად  არანებაყოფლობით  და იძულებით  მკურნალობაზე  მყოფ პაციენტებთან მუშაობთ. რანდენად რთულია ამ კონტიგენტთან პროფესიული ეთიკის და სტანდარტების დაცვა?

-  ჩემს განყოფილებაში  სხვადასხვა სასჯელაღსრულების სისტემიდან გადმოყვანილი მსჯავრდებულები გადიან მკურნალობის კურსს. რა თქმა უნდა,  გარკვეული სირთულეები ახლავს ამ პროცესს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და თუკი პაციენტი ხვდება,რომ მის მიმართ გულგრილად არ ხარ განწყობილი, ურთიერთპატივისცემაც თავისით ჩნდება.

-როგორც ვიცით, პაციენტები დედას გეძახიან,რას გრძნობთ ამ დროს?

-პაციენტებს "ჩემ ბიჭებს" ვეძახი, რადგან ისინი დაახლოებით  ჩემი შვილის ტოლები არიან.  ისინი კი "დედას", "დედობილს" მეძახიან,რაც ძალიან მსიამოვნებს. ეს ურთიერთობა ბუნებრივად ჩამოგვიყალიბდა.   მსჯავრდებულები გძნობენ,რომ მე ნამდვილად მაღელვებს მათი ჯანმრთელობა და ამ ფორმით პატივისცემას გამოხატავენ.   თუ რომელიმე მათგანს მეტ ყურადღებას დავუთმობ,  ერთმანეთზე ეჭვიანობას იწყებენ, ზოგჯერ  მართლა შვილებივით იქცევიან...

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 876
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია