საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში აქცია-პერფორმანსით საპარლამენტო ქალაქის სტატუსის წართმევა გააპროტესტეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/03/12 18:53:16

როგორც დაანონსებული იყო, http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=61939  დღეს, 12 მარტს ქუთაისში საზოგადოებრივმა მოძრაობამ ,,დატოვე პარლამენტი ქუთაისში" აქცია-პერფორმანსი გამართა. 


აქციამდე ქალაქში ცნობილი დიდი ქუთაისელების ფოტოპოსტერები გამოიფინა: ნიკო ნიკოლაძე, ტიციან ტაბიძე, დავით კაკაბაძე, ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი და მელიტონ ბალანჩივაძე ქუთაისში პარლამენტის დატოვებას მოითხოვენ. პოსტერების ავტორი მხატვარი ლევან ვეკუაა.


დღეს კი აქციაზე ქუთაისელი მხატვრების მიერ შექმნილი ნახატები გამოიფინა, რომლებიც სიმბოლურად პარლამეტის ქუთაისში დაბრუნებას მოთხოვნას ეხმიანება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი მანამდე იბრძოლებენ, სანამ ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი არ დაუბრუნდება.


როგორც ცნობილია, ქუთაისში პარლამენტმა მუშაობა 2010 წლიდან დაიწყო. “ქართული ოცნების” მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით კი, 2019 წელს საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში განაახლა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 171
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია