საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დატოვე პარლამენტი ქუთაისში!
ნიკო ნიკოლაძე, ტიციან ტაბიძე, დავით კაკაბაძე, ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი და მელიტონ ბალანჩივაძე ქუთაისში პარლამენტის დატოვებას ითხოვენ
2019/03/10 18:03:22

ნიკო ნიკოლაძე, ტიციან ტაბიძე, დავით კაკაბაძე, ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი და მელიტონ ბალანჩივაძე ქუთაისში პარლამენტის დატოვებას მოითხოვენ.


 ამ შინაარსის პოსტერები დილით ქუთაისელებს ქალაქის ქუჩებში დახვდათ. როგორც მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წევრები აცხადებენ, ეს პოსტერები ერთ-ერთი სიმბოლური  ნაწილია იმ აქცია-პერფომანსის, რომელიც 12 მარტს, 13 საათზე , ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გაიმართება.

 

პოსტერების ავტორი  მხატვარი ლევან ვეკუაა. აქციაზე მხატვრები, მოქალაქეებთან ერთად, თავიანთი ნამუშევრებით პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას გააპროტესტებენ.

 

ქუთაისში პარლამენტმა მუშაობა 2010 წლიდან დაიწყო. “ქართული ოცნების” მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით კი, 2019 წელს საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში განაახლა.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 335
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია