დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პაციენტის გარდაცვალების მიზეზი მისი სომატური დაავადებები გახდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/03/09 22:48:17

ერთ-ერთი პაციენტის ოჯახის წევრები ფსიქიკური ჯანმრთლობის ეროვნულ ცენტრს, მათი ძმის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ.

 

"ჩემი ძმა ფსიქიატრიულში ცემით მომიკლეს"-ამბობს გარდაცვლილის და. რა მოხდა რეალურად ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ვინ ცემა პაციენტი, სად გარდაიცვალა ის, და რა გახდა გარდაცვალების მიზეზი? ეს კითხვები PSnew.ge-მ პაციენტის მკურნალ ექიმს დაუსვა.

 

ექიმის თქმით, პციენტებს შორის კონფლიქტი მართლა მოხდა, რომლის დროსაც "მ. ა." -ს მდგომარეობა დამძიმდა,თუმცა გარდაცვალების მიზეზი ეს არ ყოფილა.

 

"2018 წლის ოქტომბერში პაციენტი მ-ა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში უმძიმეს სომატურ და ფსიქიკურ მდგომარეობაში შემოყვანეს.მიუხედავად ჩვენი პერსონალის მაქსიმალური სიფრთხილისა, პაციენტებს შორის კონფლიქტი მოხდა. დაზარალებულს ადგილზე გავუწიეთ პირველადი სამედიცინო დახმარება, ფაქტის შესახებ კი დაუყოვნებლივ ვაცნობეთ შესაბამის ორგანოებს. პაციენტი სასწრაფო-სამდიცინო დახმარების ბრიგადამ ჯერ ხონის, შემდეგ კი ქუთისის რეფელარულ ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც 2 კვირა იწვა რეანიმაციში. გარდაცვალების მიზეზი, როგორც ექსპერტიზის დასკვნაში წერია, მისი სომატური დაავადებები გახდა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება."- ამობოს პაციენტის მკურნალი ექიმი,ლელა კაკაბაძე.

 

ლიზა ლუტიძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1997
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია