საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ბენეფიციარებმა ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/03/08 08:53:50

 

ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ბენეფიციარებმა ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

 

8 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პაციენტებმა სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრები შეასრულეს. ქალბატონებმა კი სიმბოლური საჩუქრები - იები, მიიღეს. კონცერტს დაწესებულების თანამშრომლები, პაციენტები და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

 

მსგავსი ტიპის აქტივობები ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სისტემატურად იმართება.  პაციენტები, არტ-თერაპიის  მუშაკებთან ერთად, ცენტრში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში არიან  ჩართულები, რაც მათ გამოჯანმრთელებასა და  რესოციალიზაციას ხელს  უწყობს.


შეგახსენებთ, ქალთა საერთაშორისო დღე,  ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება, როგორც ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების  გლობალური დღესასწაული.


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 121
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია