საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჰააგაში ტროტუარზე ქართული ანდაზა ამოტვიფრეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/03/07 21:28:49

ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობის შედეგად, ჰააგის ერთ-ერთ უბანში, ახლადგახსნილი გზის ტროტუარზე ქართული ანდაზა - „ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო“ ამოტვიფრეს.


ამის შესახებინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდ ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ ლაიდენის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის პროფესორმა ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადემ 33 ენაზე 33 წარწერა შეაგროვა, რათა ახლადგახსნილი გზის ტროტუარზე ყველა იმ ენაზე ყოფილიყო წარწერა, რომელიც ჰააგაში - ერთ-ერთ ყველაზე ინტერნაციონალურ ქალაქში ისმის. ასე მოხვდა ქართული ანდაზა ჰააგის ცენტრალურ უბანში. ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადეს იდეა მოიწონეს ქალაქის მერიაში და ერთწლიანი სამუშაოების შემდეგ, პროექტი საზეიმო ვითარებაში ფართო საზოგადოებას წარუდგინეს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 137
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია