დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ არის დავით ოქიტაშვილისთვის გიგა შუშანია გარეწარი? - რა მოხდა ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/03/07 15:30:29

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დღეს ხმაურიანად წარიმართა. დეპუტატები კულტურის პალატისთვის ყოფილი ქარხნის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს განიხილავდნენ.  


ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს, საქართველოს კულტურის  პალატასა და მის ხელმძღვანელს, დავით ოქიტაშვილს ქუთაისში, სულხან-საბას 10 ნომერში მდებარე 6 400 კვ.მ. ფართის შენობა უსასყიდლოდ გადასცეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქის საკრებულოში  რიგგარეშე სხდომა გაიმართა. 


კულტურის პალატისათვის შენობის გადაცემის წინააღმდეგია ოპოზიცია. ისინი თვლიან რომ ამ შენობის რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში თანხა შემოვიდოდა და გაუგებარია, რატომ აჩუქებენ.



ქალაქის მერიაში კი აცხადებენ, რომ ეს ტერიტორია კულტურის პალატას დროებით გადაეცემა და თუ მყიდველი გამოჩნდა, შენობა მაშინვე გასხვისდება. 
აღნიშნულ ტერიტორიაზე კულტურის პალატამ მასშტაბური კონცერტები უნდა გამართოს და ეს ადგლი ცნობადი გახადოს. შენობა მას არ გადაეცემა მუდმივად. 


ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ერთმანეთს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანია და კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

 

„სირცხვილია, ფალიაშვილის ქალაქში ოქიტაშვილი ავითარებდეს კულტურას“, – განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ და საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვა. მან პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა, ხოლო ოქიტაშვილმა მას დარბაზიდან გასვლისას გარეწარი უწოდა.

 

ვისთვის ვინაა გარეწარი - ეს ალბათ, მოქმედებატა მომავალი განვითარებისას უფრო გამოიკვეთება.

 

ამ საკითხზე ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე:

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1296
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია