დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
Google-მა დავით კაკაბაძის სამეცნიერო გამოგონებას საგანგებო გამოფენა მიუძღვნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/03/06 16:08:52

Google-მა დავით კაკაბაძის სამეცნიერო გამოგონებას საგანგებო გამოფენა მიუძღვნა. კერძოდ, მსოფლიო აუდიტორიისათვის NASA-სა მიღწევებთან ერთად დავით კაკაბაძის სინემატოგრაფიც გამოიფინა.


ხელოვნების სასახლის და Google-ს მორიგი ერთობლივი პროექტი მსოფლიოს უდიდეს აუდიტორიას ცნობილი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის სამეცნიერო მოღვაწეობას გააცნობს. პროექტი, რომელიც ნახევარი წლის განმავლობაში მზადდებოდა, Google Cultural Institute-ს პლატფორმაზე დღეს განთავსდა და მსოფლიოს გამომგონებლებისადმი მიძღვნილი იმ დიდი გამოფენის ნაწილია, რომელსაც „ცდა მსოფლიოსათვის„ ეწოდება.

 

დავით კაკაბაძე პირველი და ერთადერთი ქართველი გამოგონებელია რომელსაც ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში დამთვალიერებელი იხილავს. „დავით კაკაბაძე: ექსპერიმენტები ხელოვებასა და ტექნოლოგიაში“ (David Kakabadze: experiments with art and technology) ასე ეწოდება იმ ვირტუალურ გამოფენას რომელიც ხელოვნების სასახლეში დაცული საარქივო მასალებისა და კოლექციების ბაზაზე მომზადდა და რომელიც 14 სლაიდს მოიცავს.

 

ვირტუალური ტური 1922 წელს დავით კაკაბაძის მიერ გამოგონებული სინემატოგრაფის შესახებ მოგვითხრობს. დავით კაკაბაძის შემოქმედებასა და სამეცნიერო გამოგონებასთან ერთად, 23 ქვეყნის 110-ზე მეტი მუზეუმი მსოფლიო საზოგადოებას მოძრავი კინოს პიონერისა და მსოფლიოში პირველი კინოსტუდიის დამაარსებლის - ჟორჟ მილიეს (Georges-Jean Méliès), ასევე, 1989 წელს ტიმ ბერნერს ლის (Tim John Berners-Lee) მიერ შექმნილი მსოფლიო აბლაბუდაზე (WorldWideWeb), ორბიტაზე გატანილი კოსმოსური ტელესკოპის - ჰაბლისა (Hubble Space Telescope) და სხვა მრავალი მსოფლიო მნიშვნელობის მიღწევაზე უყვება. კავკასიიდან საქართველო პირველი ქვეყანაა რომელიც აღნიშნულ სამეცნიერო-საგამოფენო პროექტში იღებს მონაწილეობას.

 

ვირტუალური გამოფენა ხელოვნების სასახლის მიერ მომზადდა და ის მუზეუმის მიერ ვირტუალურ სივრცეში განთავსებული მეშვიდე გამოფენაა


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 906
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია