დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გერმანელი მეგობრების აქცია ქუთაისის მადლიერების სახლში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/03/02 01:32:00
ქუთაისის მადლიერების სახლში, ქალაქში არსებული ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარებს გადაეცათ გერმანელი მეგობრების მიერ გამოგზავნილი ტანსაცმელი, ხელით მოქსოვილი თბილი სამოსი და პლედები.

აქციაში, რომლის ინიციატორი გერმანიაში მცხოვრები ოჯახია, მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.

ქართულ-გერმანული ცენტრი სხვადასხვა სახის საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა ქუთაისში, იქნება ეს მოხუცთა სახლების, კლინიკების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა თუ მადლიერების სახლისთვის სამზარეულო აღჭურვილობისა და ავეჯის შეძენა.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 941
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია