საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნატორმა პოლონეთის ელჩს და დელეგაციას უმასპინძლა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/03/01 01:26:00

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი, პოლონეთის სეიმის პარლამენტარი, მალგოჟატა გოშეიევსკა, პოლონეთის კულტურის სამინისტროს, სენატის და ვარშავის უნივერისტეტის წარმომადგენლები მიიღო.

 

მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობასა და სხვადასხვა სფეროში ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს რეგიონების დამეგობრების საკითხი. შეხვედრაზე დელეგაციამ პოლონური რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოცემული წიგნის ,,პოლონელი ტყვეების ბედი ქუთაისის ბანაკში (1945–1947)“ შესახებაც ისაუბრა.

 

შეხვედრას იმერეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ესწრებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის დელეგაცია ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც კატინის გამოფენის დახურვის ცერემონია გაიმართა. დღესვე დაათვალიერეს ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმიც.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 195
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია