,,არქიტექტურის ა(ა)იპის შექმნის შემდეგ მოქალაქეები ისარგებლებენ ღია ფანჯრის პრინციპით და მოსახლეობას საშუალება ექნება გამარტივებული წესით, დაჩქარებულად მიიღოს ყველა ის დოკუმენტაცია რომელიც დასჭირდება."- ამის შესახებ ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-17 სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეები ყველა პროცედურას დაჩქარებული და გამარტივებული გზით გაივლიან ახალი არქიტექტურის ა(ა)იპის შექმნის შემდეგ.
,,ა(ა)იპში დაახლოებით 7-10 ადამიანი დასაქმდება და თავად შეძლებს თანხების მობილიზებას.თბილისის მოდელი ავიღეთ, როდესაც არქიტექტურის სამსახური გავაუქმეთ და შევქმენით ა(ა)იპი. მოგეხსენებათ რომ წერილის შემოსვლისას მას გარკვეული ვადა ჰქონდა რომ შესრულებულიყო. ამჯერად კი ყველაფერი გამარტივებულად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.
აღნიშნული ა(ა)იპის წარმომადგენლები ასევე იმუშავებენ პროექტების შექმნაზე, თუმცა ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში რა თქმა უნდა ვერ მიიღებენ მონაწილებას,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.