დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროტესტი
ეკა ბესელია: „ქართული ოცნება“ იდეალებს ასცდა და ჩვენ გვაქვს ღირებულებათა სხვაობა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/22 12:36:13

ეკა ბესელიამ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მან პარტია "ქართული ოცნება" და უმრავლესობა დატოვა. 


"რთულია და ძალიან ემოციური ჩემთვის, ამავდროულად საპასუხისმგებლო, რაც უნდა განვაცხადო. ცხადია, რთულია ვთქვა, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია ვთქვა, ამ პოლიტიკური გუნდიდან მივდივარ იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც არის საზოგადოება.

 

კოჰაბიტაციას არ გადაჰყვება თითოეული ოჯახისთვის ყველაზე ღირებული რამ, სამართალი, სამართლიანი სასამართლო, ჩვენ ყველამ ერთად სრულიად საქართველოსთან ერთად 2012 წლის პირველი ოქტომბერი გვაქვს ბოლომდე მისაყვანი, ბოლომდე უნდა განვახორციელოთ ის იდეალები, რითაც პირველი ოქტომბერი მოვიდა.

 

რამდენიმე მიზეზი, რამაც განაპირობა ჩემი ეს გადაწყვეტილება, სააკაშვილისა და ადეიშვილის მიერ შემქნილი ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედნი მოსამართლეები, მათ უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე უარის თქმა. იმ ძალადობრივი მმართველობისთვის სახელის დარქმევა და კიდევ ერთხელ იმ სისასტიკის რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციის ჩაგდება. პოლიტიკური უმწიფრობით არის გამოწვეული პარლამენტის იმ წევრთა გადაწყვეტილება, რომელთაც ეს კენჭისყრაზე ჩააგდეს და ასევე, ამაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა ვერ გაბედეს.

 

„ქართული ოცნება“ პირველი ოქტომბრის იდეალებს ასცდა. ჩვენ გვაქვს ღირებულებათა სხვაობა, ჩემი ყველა მცდელობა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც კი მე მქონდა შიგნით, შეცვლილიყო ეს ვითარება, გავთავისუფლებულიყავით „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებისგან, რომელმაც შემოაღწია „ქართული ოცნების“ შიგნით ვერ გამოიღო შედეგი,"- თქვა ბესელიამ.

 

გუშინ პარლამენტში ეკა ბესელიას და მისი 8 თანამოაზრის კანონპროექტი ჩავარდა. ამის შემდეგ უმრავლესობა ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვა.

მანამდე პარლამენტის პლენარულ სესიაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებდა.

კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.

რაც შეეხება ბესელიას ის დეპუტატობამდე კერძო იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა, 2008 წელს გახდა პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკ „გაერთიანებული ოპოზიციიდან (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები),“2012 წლიდან კი ის პარლამენტში ორჯერ "ქართული ოცნებიდან" მოხვდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1025
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია