საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჩიბათელი მასწავლებლის მსოფლიო აღიარება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/21 18:18:10

საქართველოს რეალობაში არსებული მრავალი ნეგატიური ინფორმაციის ფონზე, განსაკუთრებულად სასიხარულოა იმ ამბის შეტყობა, რომ ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩი­ბა­თის სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი ლადო აფხა­ზა­ვა პე­და­გოგ­თა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის "მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს" ათ ფინალისტში დასახელდა.


"ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის რომ გა­მოვ­ხა­ტო და გად­მოგ­ცეთ ჩემი ემო­ცი­ე­ბი! 2017 წელს მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი რომ გავ­ხდი, მა­შინ ვთქვი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ვე­ტყო­დი მსოფ­ლი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს მას­წავ­ლებ­ლე­ბის სათ­ქმელს, - მას­წავ­ლე­ბელ­თა ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს 2017 წლის გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ლადო აფხა­ზა­ვამ ასეშეაფასა  2019 წლის „მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს“ ფი­ნალ­ში გა­დას­ვლა. იგი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო 10 მას­წავ­ლე­ბელს შო­რის მოხ­ვდა.

 

შე­გახ­სე­ნებთ, 2017 წელს აფხა­ზა­ვამ „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო" მო­ი­პო­ვა, რა­მაც მის­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო კონ­კურ­სში The Global Teacher Prize, რომ­ლის ფარ­გლებ­ში მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გა­მო­ჩე­ნილ მას­წავ­ლე­ბელს ყო­ველ­წლი­უ­რად ერთი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ფუ­ლად ჯილ­დოს გა­დას­ცე­მენ. წელს ამ პრი­ზის­თვის აფხა­ზა­ვას გარ­და კი­დევ 49 ფი­ნა­ლის­ტი იბ­რძო­და.

 

ვლა­დი­მერ აფხა­ზა­ვა ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩი­ბა­თის სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლია. მის­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა ბევ­რი რამ შეძ­ლეს სოფ­ლის­თვის: და­ად­გმე­ვი­ნეს ნაგ­ვის ურ­ნე­ბი, მდი­ნა­რის ჯე­ბი­რე­ბი გა­ა­კე­თე­ბი­ნეს, სა­ფეხ­მავ­ლო ხი­დე­ბი და სა­ნი­აღ­ვრე არ­ხე­ბი აღად­გე­ნი­ნეს, დამსკდა­რი მი­ლე­ბი გა­მო­აც­ვლე­ვი­ნეს და ა.შ.სკო­ლა­ში დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კოლ­ხუ­რი ბზის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას და შემ­დეგ მათ გაშ­ვი­ლე­ბას. მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში და­წყე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა იმ დო­ნე­ზე გა­ნა­ვი­თა­რეს, რომ უკვე 4 000 ევ­რო­ი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბა აქვთ და მა­ღა­ლი დო­ნის სათ­ბურ­საც აკე­თე­ბენ.


გა­მარ­ჯვე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს ჩი­ბა­თის სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი ბუშ­ტე­ბი­თა და პოს­ტე­რე­ბით დახ­ვდნენ.

 

2019 წლის მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს ფი­ნალ­ში ლადო აფხა­ზა­ვას­თან ერ­თად არი­ან: დე­ბო­რა გუ­რაფ­ლო - ბრა­ზი­ლია; დე­ი­ზი მერ­ტენს - ნი­დერ­ლან­დე­ბი; ენ­დრიუ მო­ფეტ - დიდი ბრი­ტა­ნე­თი; სვა­რუპ რავა - ინ­დო­ე­თი; მე­ლი­სა სალ­გუ­ე­რო - აშშ; მარ­ტინ სალ­ვე­ტი - არ­გენ­ტი­ნა; ია­სო­დაი სელ­ვა­კუ­მა­რან - ავ­სტრა­ლია; ჰი­დი­კა­ზუ შოტო - ია­პო­ნია; პი­ტერ ტუ­ბი­ში - კე­ნია. ფი­ნა­ლის­ტე­ბი 179 ქვეყ­ნის 10 000 გა­ნა­ცხა­დი­დან შე­ირჩნენ. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დუ­ბა­ის გა­ნათ­ლე­ბი­სა და უნა­რე­ბის გლო­ბა­ლურ ფო­რუმ­ზე 2019 წლის 24 მარტს გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

 

„მსურს მი­ვუ­ლო­ცო ლა­დოს, რომ ის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი, ნი­ჭი­ე­რი და თავ­და­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან შერ­ჩე­ულ ათ ფი­ნა­ლის­ტთა შო­რი­საა. იმე­დი მაქვს, მისი ამ­ბა­ვი შთა­ა­გო­ნებს მათ, ვი­საც სურს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა და ასე­ვე უფრო მე­ტად წარ­მო­ა­ჩენს საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­მელ­საც მას­წავ­ლებ­ლე­ბი ეწე­ვი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში და მთელს მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­დღი­უ­რად“, - გა­ნა­ცხა­და ვარ­კის ფონ­დის და მას­წავ­ლე­ბელ­თა გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, სანი ვარ­კმა.

 

ლადო აფხა­ზა­ვა ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩი­ბა­თის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლია. მის შთამ­ბეჭ­დავ საქ­მი­ა­ნო­ბას შო­რი­საა პროგ­რა­მა „დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცია“ , რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს სკო­ლის მე­ნე­ჯმენ­ტის გარ­დაქ­მნას, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ციის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გზით. პროგ­რა­მა უკვე 14 სკო­ლა­ში და­ი­ნერ­გა.

 

ასე­ვე, ლადო 2012 წლი­დან არის მცი­რე სა­ო­ჯა­ხო სახ­ლის მე­ნე­ჯე­რი, სა­დაც რვა ბავ­შვი ცხოვ­რობს. მისი მი­ზა­ნია მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ლი­დე­რე­ბად აღ­ზარ­დოს, რათა ისი­ნი ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ და­მო­უ­კი­დე­ბელ, კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე პი­როვ­ნე­ბე­ბად, შეძ­ლონ სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვა, იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა და სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

 

“მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დო” 1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ყო­ველ­წლი­უ­რი ჯილ­დოა, რო­მე­ლიც გა­და­ე­ცე­მა გა­მორ­ჩე­ულ მას­წავ­ლე­ბელს პრო­ფე­სი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის შე­ტა­ნი­სათ­ვის. კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და აღი­ა­რე­ბა, სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლის გა­მოვ­ლე­ნა და და­ფა­სე­ბა. ჯილ­დო მოქ­მე­დებს 2015 წლი­დან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 286
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია