საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სახელმწიფო პროგრამის სარგებელი
ქუთაისში "ქალთა სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგის" უფასო მობილური კლინიკა გაიხსნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/18 16:05:12

 

დღეს ქუთაისში ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრუნვის კავშირმა „ჰერა“ -მ მობილური კლინიკის გახსნის ცერემონია გამართა.

 

"ჰერა" ფუნქციონირებს 2000 წლიდან და ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად, წარმატებით ახორციელებს პროექტებს ჯანდაცვისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კუთხით. ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგია, რაც დაავადების ადრეულ გამოვლენას და შესაბამისად განკურნების მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს.

 

სარძევე ჯირკვლის კიბო ქალებს შორის ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა მსოფლიოში და საქართველოში ქალთა სიკვდილიანობის უპირველეს მიზეზს წარმოადგენს. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებსა და სოფლებში, საიდანაც ქალბატონებს ძირითადად ტრანსპორტირებასთან და ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებული ხარჯების პრობლემა აქვთ, ან დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებენ კლინიკაში მისვლას.

 

აღნიშნული პრობლემის გათვალისწინებით, საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებული „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო დახმარებისა და კულტურული პროექტის“ ფარგლებში, ორგანიზაცია „ჰერამ“ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საფუძველზეც ორგანიზაციას გადაეცა თანამედროვე სტანდარტების მობილური მამოგრაფი. ორგანიზაცია „ჰერამ“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყო შესაბამისი სპეციფიკაციის ავტომანქანა მამოგრაფიის აპარატის განსათავსებლად და გასასინჯი ოთახებისთვის.

 

მობილური კლინიკა უფასოდ მოემსახურება იმერეთის, ასევე დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებს დაავადებათა ადრეული გამოვლენის და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის ფართო საზოგადოებისათვის გასაცნობად, „ჰერას“ კლინიკაში ჩატარდა მობილური კლინიკის გახსნის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდა ტადაჰარუ უეჰარა - იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმერეთის რეგიონის და ქალაქ ქუთაისის მთავრობის ხელმძღვანელი პირები, ნაციონალურ დაავადებათ კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობა და სხვა წამყვანი კლინიკებს წარმომადგენლები.

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 427
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია