საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ანონსი
"ეს საქართველოა!" - 21 თებერვალს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გიდების უპრეცედენტო, უფასო ტურების აქცია გაიმართება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/18 12:29:51

 21 თებერვალს, გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გიდები მართავენ აქციას, უფასო ტური საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, სახელწოდებით  "ეს საქართველოა".


გიდები აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი უცხოური ტურისტული კომპანიას არასწორი ქართული რუკა აქვს მითითებული თავის საიტზე, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში არაა. წინა კვირაში გიდებმა ეს ფაქტი საინფორმაციო კამპანიით გააპროტესტეს და სოციალურ ქსელში ნამდვილ ქართულ რუკას აზიარებდნენ. ამჯერად კი, ტავიანთ პროფესიულ დღესასწაულზე ისინი ყველა დაინტერესებული პირისთვის, ტურისტისთვის თუ ადგილობრივისთვის უფასო ტურებს ჩაატარებენ მთელი საქართველოს მასშტაბით.


მათ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ: "ტურიზმის განვითარებამ ქვეყანა რიგი გამოწვებების წინაშე დააყენა, ბევრი უცხოური ტურისტული კომპანია შემოვიდა და დამკვიდრდა საქართველოს ტურისტულ ბაზარზე. რაც ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახა, თუმცა ზოგიერთმა უცხოურმა ტურ ოპერატორმა, შეგნებულად თუ შეუგნებლად, დაიწყო ქართული სიმბოლიკის, ისტორიის, კულტურის და ტრადიციების გაყალბება, რაც ყველაზე აქტიურად აისახა ზოგიერთი უცხოური ტურისტული კომპანიის საიტზე. აქ საქართველოს რუკა არასრულად არის ასახული, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ცალკე, დამოუკიდებელ ზონებადაა გამოყოფილი.


თუ ეს უცოდინარობით არის გამოწვეული და პოლიტიკას არ უკავშირდება, საქართელოს ტურისტულ სფეროში მოღვაწე ადამიანები, მზად ვართ, გავუწიოთ კონსულტაციები საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიის, ეთნოლოგიის, კულტურის სფეროში. ჩვენს მიერ მოწყობილმა აქციამ,საქართველოს სრულყოფილ რუკასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში, მიიპყრო ფართო მასების, სახელმწიფო სტურქტურებისა და უცხოური ტურისტული კომპანიების ყურადღება.

 

ამიტომ, ვირტუალური ერთჯერადი სოლიდარობის აქცია ვაქციეთ ჩვენი პროფესიული დღის დევიზად, ჩამოვაყალიბეთ პუნქტებად პროტესტის ძირითადი საკითხები, როგორიცაა: 1.სახელმწიფო სიმბოლიკის დაცვა დამახინჯებისგან. 2.სეპარატისტული ტურიზმის განვითარების ალაგმვა. 3.საერთაშორისო სამართლის ნორმების და ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვა და შესრულება.

 

აი,მოკლედ, რაზეც მივაპყრობთ 21 თებერვლის აქცია-პერფორმანსით თქვენს ყურადღებას, ჩატარდება ტური ყველა ქართულ ქალაქში, სახელწოდებით "ეს საქართველოა". ღონისძიების მთავარი სიმბოლო კი საქართველოს დროშა და მისი ელემენტები იქნება. აქციის მიზანია სახელმწიფოს უფრო აქტიური ჩართვა ამ პროცესში. გვინდა, მოვუწოდოთ უცხოელ კოლეგებს, არ მოხდეს საქართველოს რუკის, სახელმწიფო სიმბოლიკის დასახიჩრება.

 

მოვუწოდებთ ასევე პარლამენტს, მიიღოს შესაბამისი კანონი სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს შესაბმისი რეაგირება უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან დაკავშირებით.

 

21 თებერვალს საქართველოს ასობით გიდი, სრულიად უსასყიდლოდ, საქართველოს მაშტაბით გამართავს შემეცნებით ტურებს რიგითი მოქალაქეებისთვის, სახელმწიფო მოხელეებისთვის, არასამთოვრობო სექტორისთვის და, რა თქმა უნდა, საქართველოს სტუმრებისთვის.

 

როგორც არსებობს მუზეუმების ღამე, გვინდა ტრადიციად დავამკვიდროთ გიდების დღე, როცა გიდები უფასოდ მოემსახურებიან როგორც უცხოელ ტურისტებს, ისე საქართველოს მოქალაქეებს.

 

21 თებერვლის სიმბოლო იქნება საქართველოს დროშა. აქციაში მონაწილეობას მიიღებს ასეულობით გიდი, სტანდარტული და თემატური 1-3 საათიანი ტურებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ტურის დაწყების დროა 12:00 , დასრულების დრო 18:00.


აქციის ორგანიზატორები არიან სრულიად საქართველოს გიდების სხვადასხვა ჯგუფები, ასოციაციები, გაერთიანებები."

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 618
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია