საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
FAO და ევროკავშირი საქართველოში ფასების მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას ხელს უწყობენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/14 13:36:56

 


ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასების მონიტორინგის სისტემას აუმჯობესებს. მონიტორინგის სისტემა საქართველოში 2015 წლიდან ჩამოყალიბდა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.


სოფლის მეურნეობის პროდუქტების საბაზრო ფასების მონიტორინგი 100-ზე მეტ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში ხორცილდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ფასებს ყოველკვირეულად აგროვებენ და სამინისტროს ცენტრალურ აპარატს აწვდიან, ამ ინფორმაციის შემდგომი დამუშავებისა და პოლიტიკის შემუშავებაში გამოყენების მიზნით.


ფასების მონიტორინგის პროცესის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა ონლაინ აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მონაცემთა შეგროვება ელექტრონულად, კომპიუტერული ტაბლეტების მეშვეობით ხორციელდება დამონიტორინგის დასრულებისთანავე,შეგროვებული და შეყვანილი ინფორმაცია სამინისტროს სერვერზე ავტომატურად იგზავნება.აღნიშნული საგრძნობლად ამარტივებს მონიტორინგის პროცესს და ამცირებს შეცდომის დაშვების შესაძლებლობას.


ახალი აპლიკაციის დანერგვის მიზნით, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებშისაინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებს თებერვლის თვეში ტრენინგები ჩაუტარდათ. აღნიშნული გადამზადება სხვამუნიციპალიტეტებშიცაა დაგეგმილი.მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას აპლიკაციის გამოყენების, ფასების მონიტორინგის სისტემაში შესული ყველა მეთოდოლოგიური ცვლილების და პროდუქტების განახლებული ჩამონათვალის შესახებ. ტრენინგები ჩატარდება  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), სამინისტროს სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ.


ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზები მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 466
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია