საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნატო ქათამაძე სამართალდამცავებს "დასაჭერთა" სიას უგზავნის - ქუთაისის ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლებიდან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/14 11:54:44

 

 

ქუთაისის საკრებულოს წინა მოწვევის დეპუტატი, ნატო ქათამაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ქუთაისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანის, გელა გაგუას დაკავებას  http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=61901 და აცხადებს, რომ მას თავადაც უმხელია იგი კორუფციაში.

ის ასევე, სხვა მაღალჩინოსნების გვარებსაც ასახელებს, რომელთა კორუფციული საქმიანობითაც უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავები.

 

"ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, ქუთაისში აიპის ხელმძღვანელი, გელა გაგუა დააკავესო...


2015 წელს, ჯერ კიდევ საკრებულოს წევრი, ვამხელდი მას კორუფციულ გარიგებებში...
არაერთ საკრებულოს სხდომაზე დამიყენებია საკითხი აიპის საქმიანობის შესწავლასთან დაკავშირებით...ერთხელ, საკრებულოს კომისიის გასვლითი სხდომაც კი ჩავატარეთ სპეციალური სერვისების აიპში და მსგავსად საკრებულოს სხდომებისა და აქაც ერთი ვიყავი "ყველას" წინააღმდეგ. ..


მიუხედავად ჩემი არაერთი საჯარო განცხადებებისა (მსგავსი დარღვევები და ასეთი "გაგუები" ბევრი იყო) არავინ დაინტერესებულა,..


რადგან ვიღაც დაინტერესდა ქუთაისით, მაშინ კიდევ ერთხელ გავაჟღერებ კონკრეტულ სახელსა და გვარებს და თუ მათ მიმართაც იზეიმებს სამართალი მაშინ დავრწმუნდები, რომ გვიან, მაგრამ მაინც დაიწყეთ სამართლანობის აღდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიფსიტებზე "ნადირობა" სისტემას ვერ გააჯანსარებს. ..


ესენია, შოთა მურღულია (ქუთაისის ყოფილი მერი)
დავით დვალი (ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე )
ნიკოლოზ ლატარია ( ქუთაისის საკრებულოს ეხლანდელი თავმჯდომარე)

აქვე განვმარტავ, როგორც საკრებულის წევრი, წლების განმავლობაში, მუდმივად ვსაუბრობდი მათ კორუფციულ და კლანურ მმართველობაზე...თუ ვინმეს რამე არ ახსოვს შემიძლია გავახსენო...


იმედს ვიტოვებ, რომ ეხლა მაინც დაინტერესდება ვინმე. .." - წერს ნატო ქათამაძე თავის ფეისბუქგვერდზე

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 679
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია