დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იაპონიაში, „საკურას“ კონკურსზე, 24-მა ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდოები მიიღო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/14 11:26:18

 

სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსზე საკურა  უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი.


საერთაშორისოკონკურსისაკურა“ (The 6rd “Sakura” JapanWomen’sWineAwards 2019) მასშტაბურიღონისძიებაა, რომელიცწელსმეექვსედჩატარდა. მასში 33 ქვეყნისოთხიათასზემეტისხვადასხვადასახელებისღვინოიყოწარმოდგენილი.კონკურსისჟიურიდაკომპლექტებულიაიაპონიაშიღვინისსფეროშიმოღვაწექალბატონებით - სომელიეებით, ღვინისმწერლებითადაჟურნალისტებით.


ორმაგი ოქრო:

„შალვა გვარამაძის მეღვინეობა“ - „საფერავი“;

მეღვინეობა ვაზიანისხაზიმაყაშვილის ღვინის მარანი“ – „ქისი 2017“;


ოქრო:

„მეღვინეობა ბესინი“ - ქინძმარაული პრემიუმი 2017;

„მეღვინეობა ბესინი“ - მუკუზანი 2017;

„ბოლერო და კომპანია“ - დაისი, ქისი, ქვევრი 2018;

„დუგლაძეების ღვინის კომპანია“ - საფერავი რეზერვი 2014;

„შალვა გვარამაძის მეღვინეობა“ - წარაფი;

„ვაზი+“ (მეღვინეობა ბინეხი)- რქაწითელი ქვევრი 2015

ვაზი+ (მეღვინეობა ბინეხი)-საფერავი ქვევრი 2014;

ვაზი+ (მეღვინეობა ბინეხი)-საფერავი რეზერვი 2017;

მეღვინეობა ვაზიანისხაზიმაყაშვილის ღვინის მარანი - საფერავი 2015;

„მეღვინეობა ჩელთი“ - ჩელთი 2018;

„მეღვინეობა ჩელთი“ - ჩელთი 2015;

„მეღვინეობა ჩელთი“ - ჩელთი, ქვევრი 2015;

„მეღვინეობა ჩელთი“ - ჩელთი, ქვევრი 2016;

კორპორაცია „ქინძმარაული“ - ალაზნის ველი 2016;

„შალაურის ღვინის მარანი“ - რქაწითელი 2014;

ვერცხლი:

მეღვინეობა ვაზიანი” - საფერავი, კაბერნე 2017;

„მეღვინეობა ბესინი“ - ბესინი, ქვევრი თეთრი, 2017;

„ბოლერო და კომპანია“ - დაისი, რქაწითელი, ქვევრი 2018;

„დუგლაძეების ღვინის კომპანია“ - მუკუზანი 2016;

„დუგლაძეების ღვინის კომპანია“- ცქრიალაბრუტი“;

მეღვინეობა ვაზიანისხაზიმაყაშვილის ღვინის მარანი - ხიხვი 2017;

მეღვინეობა ვაზიანისხაზიმაყაშვილის ღვინის მარანი - მწვანე 2017.


„საკურას“ კონკურსში „ორმაგი ოქროს“ ჯილდოს მფლობელი  ღვინოები წარდგენილი იქნება 2018 წლის 5 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე FoodexJapan-ზე, უმაღლესი ჯილდოს  - “ბრილიანტის” (DiamondTrophy) მოსაპოვებლად.


მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე, ზოგადად, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის ღვინის ბაზარზე.

 

იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს 2014 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს იაპონიაში 212 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 37%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემს.


იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, 2019 წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე მასშტაბური პროექტი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ გაიმართება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 907
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია