საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სალომე ზურაბიშვილი: "პრეზიდენტს ბევრი რამ არ შეუძლია,მაგრამ შეუძლია ადვოკატირება და შუამავლობა ხალხსა და მთავრობას შორის"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/10 19:30:12

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, იმერეთში ორდღიანი ვიზიტის ბოლოს, შეხვედრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.

 

პრეზიდენტმა შეხვედრაზე ისაუბრა იმ პოტენციალის განვითარებაზე, რაც იმერეთის რეგიონს გააჩნია. სალომე ზურაბიშვილის თქმით:  „ პრეზიდენტს ბევრი რამე არ შეუძლია,მაგრამ შეუძლია ადვოკატირება და შუამავლობა ხალხსა და მთავრობას შორის,აქვს სიტყვის თქმის უფლება,რომელიც შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს,ორ დღეში მოვასწარით იმის ნახვა,რაც მაინტერესებდა, მინდოდა სხვა კუთხით დანახვა ამ ქალაქის. ვთვლი რომ დიდი პოტენციალი გააჩნია ქუთაისს, ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ნიშა,როგორც კულტურის ქალაქი,ეს ასე ოყო ,არის და იქნება.ჩვენ უნდა ვიყოთ აღიარებული,როგორც ევროპული კულტურის წევრი.“

 

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხეზეც და აღნიშნა, რომ პარლამენტის ქუთაისში ყოფნას ქალაქისთვის დიდი სარგებელი არ ჰქონდა,სამაგიეროდ არსებულ შენობაში შესაძლებელია მოეწყოს საერთაშორისო საკონფერენციოები.რაც შეეხება წყალტუბოში ვიზიტს,პრეზიდენტის თქმით შესაძლებელია ინვესტორები მეტად დაინტერესდნენ და განვითარდეს რეგიონი.

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 87
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია