დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სალომე ზურაბიშვილი:"წყალტუბო არის ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე ბუნებრივი საოცრება"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/09 18:56:15

წყალტუბო არის ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე ბუნებრივი საოცრება, რომელიც შესაძლებელია და აუცილებლად უნდა იქცეს იმერეთის ტურისტულ ცენტრად - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, წყალტუბოში სტუმრობისას.


"დღეს, მხარის რწმუნებულის, შავლეგო ტაბატაძის, მასპინძლობით დავათვალიერეთ უნიკალური ადგილები, რომლებსაც სჭირდება განვითარება და ახალი სიცოცხლის მიცემა. აუცილებელია, შეიქმნას გეგმა და დაჩქარებულად დაიწყოს წყალტუბოს განვითარების მასშტაბური პროცესი, რომელიც, ერთი მხრივ, მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისა და ეკონომიკური გაძლიერების საწინდარი გახდება, მეორე მხრივ, კი გაამრავალფეროვნებს საქართველოს ტურისტულ მნიშვნელობას მთელს მსოფლიოში. წყალტუბოს ნამდვილად აქვს ეს პოტენციალი"-  ასე ფიქრობს სალომე ზურაბიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1201
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია