საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ამერიკულმა ონლაინ-ჟურნალმა, thrillist.com-მა, საქართველო ევროპის საუკეთესო სამზარეულოს მქონე ხუთეულში დაასახელა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/09 18:10:07

ამერიკულმა ონლაინ-ჟურნალმა thrillist.com-მა ევროპის კონტინენტის 48 ქვეყანა მათი სამზარეულოების მიხედვით დააჯგუფა. საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნად ვებ-გვერდმა იტალია დაასახელა, მეოთხე ადგილი კი საქართველოს მიაკუთვნა. 
ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება – იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, საქართველო და გერმანია. საქართველოს შესახებ ვებ-გვერდი წერს: 

 

“საქართველო ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს. ქართული სამზარეულოს გამორჩეული თავისებურებაა მრავალფეროვანი  სუნელების კომბინაცია, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავთ. ქართული სამზარეულო გამოირჩევა მკვეთრი, მაგრამ დაბალანსებული გემოებით.” 

 

ვებ-გვერდის შეფასებით, ქართული სამზარეულოს კულმინაციას ხაჭაპური წარმოადგენს. ასევე გამორჩეული კერძებია ხინკალი, ჩახოხბილი, ტყემალი, ჩაქაფული, კუჭმაჭი და სხვა.

 
წყარო:www.bm.ge 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 337
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია